სკოლის დამთავრებისთანავე ახალგაზრდები პროფესიული განვითარებისთვის სხვადასხვა მიმართულებას ირჩევენ. ზოგიერთი მშობლების გავლენის ქვეშაა და დამოუკიდებლად გადაწყვეტილებას ვერ იღებს, ზოგს საკუთარი იმპულსები და ინტერესები ამოძრავებს, ზოგი რომელიმე მაღალანაზღაურებად სფეროს ირჩევს და ა.შ
უმთავრესი ფაქტორი კარიერული განვითარებისათვის – მოტივაცია გახლავთ. მისი მამოძრავებელი ძალები კი უამრავ ფაქტორზეა დამოკიდებული. ნაწილი ვალდებულებას გრძნობს, მაგალითად, ოჯახის წევრების მიმართ, ის ვალდებულია, მოძებნოს სამსახური და კონკრეტულ სფეროში იყოს წარმატებული, რადგან მასზე სხვა ადამიანები არიან დამოკიდებულები. ნაწილი მიიჩნევს, რომ სკოლის დამთავრების შემდეგ უნივერისტეტში ჩაბარება შემდეგი ბუნებრივი ნაბიჯია, რაც ავტომატურად მოჰყვება ცხოვრებას.
ხოლო მოგვიანებით, როცა უკვე სამსახური გვაქვს, შვილები გვყავს, საკუთარი თავი თითქოსდა ნაპოვნიც არის, მაინც გვინდება და გვენატრება სტუდენტობა. ამას, შესაძლოა, რამდენიმე მიზეზიც ჰქონდეს:
- უკვე ვიცით, როგორ ვისწავლოდ სწორად;
- დროის ფასი გასიგრძეგანებული გვაქვს;
- მეტი პასუხისმგებლობის უნარი გვიჩნდება – რაც ასე სჭირდება სწავლის პროცესს;
- უფრო ნებისყოფიანებიც ვხდებით;
- გვინდა, აწმყო იმ უდარდელ პერიოდს დავუკავშიროთ, „სტუდენტობა“ რომ ერქვა;
- ახალი გზა გვინდა გავიკაფოთ ცხოვრებაში;
- და ბოლოს – უბრალოდ ვხვდებით, რომ ჯერ ყველაფერი კიდევ წინ არის.
Loading…