in ,

Microsoft Mesh-ი ვირტუალური შეხვედრების მომავალია

Microsoft Mesh არის კოლაბორაციული პლატფორმა, რომელიც სხვადასხვა მოწყობილობაზე საერთო ვირტუალურ გამოცდილებას იძლევა.

თავდაპირველად, Mesh ადამიანებს წარმოადგენს, როგორც ვირტუალურ ავატარებს AltspaceVR-დან. AltspaceVR სოციალური ქსელია, რომელიც Microsoft-მა ჯერ კიდევ 2017 წელს შეიძინა.

საბოლოოდ კი Mesh მხარს დაუჭერს ჰოლოპორტაციას – ვირტუალურ სივრცეში საკუთარი თავის გამოჩენის შესაძლებლობა.

„თქვენ რეალურად შეგიძლიათ იგრძნოთ, რომ ერთ სივრცეში იმყოფებით მასთან, ვისაც კონტენტს უზიარებთ ან შეგიძლიათ შერეული რეალობის სხვადსხვა მოწყობილობიდან ტელეპორტირდეთ და იყოთ ადამიანებთან მაშინაც კი, როცა ფიზიკურად ერთად არ ხართ.“

ალექს კიპმანი, Microsoft-ის წარმომადგენელი და Kinect-ისა და HoloLens-ის შემქნელი

Mesh მხოლოდ ვირტუალური შეხვედრების აპლიკაცია არ არის. ეს Azure-ის ბაზაზე შექმნილი მთლიანი პლატფორმაა დეველოპერებისთვის.

Microsoft იმედოვნებს, რომ არქიტექტორები, ინჟინრები და დიზაინერებიც დაინახავენ Mesh-ის პოტენციალს, განსაკუთრებით პანდემიის პირობებში. გლობალური ტექნოლოგიური კომპანია ასევე მიიჩნევს, რომ Mesh მომდევნო დიდი ნაბიჯი იქნება შერეულ რეალობაში.

წყარო: theverge.com

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Loading…

0
ჯინო დოლინის სხვა გზა არ არის

ჯინო დოლინი – „სხვა გზა არ არის“

ქართული კივი იაპონურ ბაზარზე გადის – „აწარმოე საქართველოში“