SpaceX Starship მოდელის პროტოტიპის ბოლო ფრენა ოთხშაბათს, ბოკა ჩიკადან (ტეხასის შტატი) დაფიქსირდა. ის უკან წარუმატებლად დაეშვა 8 წუთის შემდეგ და ჰაერში აფეთქდა.
ეს გახლავთ მესამე მცდელობა, რომელიც ჯერჯერობით მიზანს ვერ აღწევს; Starship-ის მოდელი შექმნილია SpaceX- ის მიერ ადამიანებისა და 100 ტონა ტვირთის გადასაზიდად, მთვარეზე და მარსზე გასაფრენად. მისი დამფუძნებელი კი მილიარდელი ილონ მასკია, რომელიც ასევე ხელმძღვანელობს ელექტრომობილ – Tesla Inc- ის წარმოებას.
Starship SN10 მეტად უსაფრთხოდ დაეშვა, ვიდრე დანარჩენი ორი მოდელი – SN8 დეკემბერში და SN9 თებერვალში. მასკმა გულშემატკივრების პასუხად Twitter-ში განაცხადა, რომ SN10-ის დაშვება „საპატიო“ იყო.
SpaceX- ის დაშვება YouTube არხზე გაჩერებამდე რამდენიმე წუთით ადრე შეწყდა. მაგრამ სოციალური ქსელის პლატფორმებზე მაყურებელმა იხილა რაკეტის ფსკერზე მოულოდნელი აფეთქება, რომელიც პროცესის დეტალებს ასახავდა.
წლის ბოლოს დაგეგმილია პირველი ორბიტალური Starship ფრენა.
2023 წელს Starship -ით იგეგმება იაპონელი მილიარდერი იუსაკუ მაეზავას მთვარეზე გაფრენა.
ამავე თემაზე:
Loading…