in , ,

იაპონელი მილიარდერი მთვარეზე გასაფრენად რვა ადამიანს ეძებს

იაპონელი მილიარდერი იუსაკუ მაეზავა ილონ მასკის SpaceX-ით მთვარის გარშემო სამოგზაუროდ რვა ადამიანს ეძებს.

მაეზავამ Twitter-ის ვიდეოში აღნიშნა, რომ სურს, ნებისმიერი გამოცდილების ადამიანი შეუერთდეს მთვარეზე მოგზაურობაში. მსურველებს აპლიკაციის შევსება მისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე შეუძლიათ.

მსურველები ორ კრიტერიუმს უნდა აკმაყოფილებდნენ: ისინი იმ სფეროს განვითარებას უნდა ცდილობდნენ, სადაც მოღვაწეობენ და ეკიპაჟის სხვა წევრებისთვის დახმარების გაწევისთვისთვის უნდა იყვნენ მზად.

მან ასევე თქვა, რომ მოგზაურობის ხარჯებს თავად დაფარავს და მსურველებს უფასოდ შეეძლებათ მთვარის მონახულება.

„მე ყველა ადგილი შევიძინე, ამიტომ ეს იქნება კერძო მგზავრობა“

იაპონელი მილიარდერი იუსაკუ მაეზავა

მისია dearMoon-ის განხორციელება 2023 წელს იგეგმება, რომელიც 1972 წლის შემდეგ, მთვარეზე ადამიანების პირველი მოგზაურობა იქნება.

იუსაკუ მაეზავა მოდის მაგნატი და ხელოვნების ნიმუშების კოლექციონერია.

წყარო: bbc.com

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Loading…

0

გაჯეტების მაღაზია, რომელიც იმ სურვილებსაც კი ითვალისწინებს – ჯერ რომ არ დაგბადებიათ

#ქვიზი – გაიგე, ხარ თუ არა თანამედროვე მასწავლებელი