7 მარტივი ნაბიჯი სოციალური მედიის ინფლუენსერობამდე. მოდით, სტატია სიტყვა „ინფლუენსერის” განმარტებით დავიწყოთ. Influencing – გავლენის მოხდენას ნიშნავს და თუ რა გავლენაზეა საუბარი, მოკლედ აღვწერთ.
დღესდღეობით, ახალი საკომუნიკაციო საშუალება, რომელიც ციფრულმა სამყარომ მოგვიტანა, სწორედ ინფლუენსერობა, ანუ, გავლენიანი ადამიანების საშუალებით, ორმხრივი კავშირის შექმნა მიზნობრივ ჯგუფებთან, ცნობადობისა და გაყიდვების სტიმულირებაა.
აქედან გამომდინარე, თანამედროვე სამყარო და ბრენდები ინფლუენსინგის ხერხებს მიმართავენ და ეს მარკეტინგული მეთოდი დღითიდღე უფრო პოპულარული ხდება.
გთავაზობთ 7 ნაბიჯს, რომელიც ინფლუენსერად ჩამოგაყალიბებთ:
აირჩიე შენი ადგილი
სანამ ინფლუენსერობას დაიწყებ, პირველი, რაც უნდა გააკეთო, შეარჩიო შენი ინტერესების სფერო, ადგილი, სადაც ყოველდღიური კონტენტის შექმნას თავისუფლად შეძლებ.
შექმენი პროფილი
შემდეგი ნაბიჯი სოციალური პლატფორმის შერჩევაა, თუ რომელ სოციალურ ქსელს აირჩევ და შექმნი პროფილს ან არსებულს დახვეწავ. ინფლუენსერების უმეტესობა 1-2 პლატფორმას ირჩევს მათი შესაძლებლობების უკეთ გადასანაწილებლად.
გადაერთე Business Account-ზე
სოციალური ქსელების უმეტესობას აქვს ფუნქცია Business Account-ის არჩევის. ის უფრო მეტ პარამეტრებსა და ოპციებს გთავაზობს.
შექმენი მიმზიდველი BIO
პირველი, რასაც სხვა ხედავს შენს პროფილზე შემოსვლისთანავე, არის მოკლე აღწერა შენ შესახებ, BIO-ში. ის უნდა ასახავდეს ყველა მნიშვნელოვან დეტალს, რის მიხედვითაc შენ გავლენის მოხდენას შეძლებ. სრული სახელი და გვარი, საკონტაქტო, ლოკაცია და ინტერესის სფერო აუცილებელია.
დაამატე პროფილისა და გარეკანის ფოტოები
ადამიანები ხშირად პროფილის სურათით იმახსოვრებენ ანგარიშებს, აქედან გამომდინარე, ფრთხილად შეარჩიე ორივე მათგანი, კარგი ხარისხითა და სახის მკაფიო გამომეტყველებით.
შეისწავლე აუდიტორია
მნიშვნელოვანია მჭიდრო კავშირი გქონდეს შენს აუდიტორიასთან და იცნობდე მათ. მაგალითად: Twitter-ი გვთავაზობს შენი გამომყოლების მცირე ანალიტიკურ მონაცემებს – ინტერესებს, სქესს, ლოკაციას და სხვა.
შექმენი და გააზიარე რელევანტური კონტენტი
აუდიტორიას აუცილებლად უნდა შესთავაზო სასარგებლო და მათთვის მორგებული საინტერესო ინფორმაცია. ყველაზე მნიშვნელოვანია, შენმა გამომყოლებმა მოგისმინონ.
კარგი ინფლუენსერობისთვის, შექმენი კონტენტის სტრატეგია და შესთავაზე მათ მრავალფეროვნება, მაგრამ რაც მთავარია, არ დაგავიწყდეს შენი არჩეული გზა და ინტერესების სფერო.
იყავი სტაბილური, რეულარული და თანმიმდევრული. ეცადე, უპასუხო კომენტარებს, ან მოიწონო ისინი. ხშირად დასვი შეკითხვები და იყავი მუდმივ კონტაქტზე. ბრენდებთან კომუნიკაცია კი შენზეა დამოკიდებული.
დაიმახსოვრე, ეს ნაბიჯები მოითხოვს დროს, ასე რომ შეასრულე მითითებები და დაელოდე შედეგებს.
ამ რჩევების მიხედვით, შეგიძლია, გახდე ინფლუენსერი და გამოიმუშვო ფული ონლაინ.
Loading…