უახლესი კვლევების მიხედვით, რომელიც 100,000 ადამიანზე დაკვირვების შედეგად ჩატარდა, 2 ულუფა ხილისა და 3 ბოსტნეულის რეგულარულად მიღების შემდეგ ადამიანის სიკვდილიანობის პროცენტული მაჩვენებლები მცირდება. უცხო არ არის, რომ სახამებლის შემცველი ბოსტნეული, როგორებიცაა სიმინდი და კარტოფილი, ნაკლებად სასარგებლოა, ვიდრე მწვანე ბოსტნეული. რაც შეეხება ხილს, კენკრა და ციტრუსი ყველაზე მეტად ჯანსაღი აღმოჩნდა. ექსპერტები ხილის წვენებს რეკომენდაციას არ უწევენ და გვირჩევენ მივიღოთ ცოცხალი პროდუქტი.
მითითებული რჩევების გათვალისწინებით, წარმოგიდგენთ შეცირებული რისკების პროცენტულ მაჩვენებლებს:
– 13%-ით იკლებს ზოგადი სიკვდილიანობის მაჩვენებელი.
– 12%-ით იკლებს გულსისხლძარღვთა სისტემით დაავადების რისკები;
– 10%-ით სიმსივნით, ხოლო 35%-ით რესპირატორული დაავადებების რისკები.
კვლევის შედეგების განსამტკიცებლად, მკვლევრებმა დანარჩენი 26 კვლევა და კიდევ 2 მილიონი ადამიანის ფიზიკური მონაცემები გამოიყენეს. მათ იგივე პასუხები მიიღეს, რითაც დაადასტურეს 2 ულუფა ხილისა და 3 ულუფა ბოსტნეულის მიღების საჭიროება დღის განმავლობაში.
Loading…