ინფლუენსერ მარკეტინგი ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ციფრული მარკეტინგის ერთ-ერთ ყველაზე ეფექტურ სახედ იქცა.
ის დიდ სამიზნე ჯგუფთან პირდაპირი კავშირის ნაცვლად, კონკრეტულ ინფლუენსერებთან ურთიერთობას გულისხმობს. ინფლუენსერ მარკეტინგში ინფლუენსერები ერთგვარ შუამავალ რგოლს წარმოადგენენ ბრენდს/პროდუქტსა და პოტენციურ მომხმარებლებს შორის.
ამ სტატიაში კი გთავაზობთ 2021 წლის 10 საუკეთესო კომპიუტერულ პროგრამას ინფლუენსერ მარკეტინგისთვის:
Grin-ის ფილოსოფია შემდეგია: ინფლუენსერ მარკეტინგი არის მარკეტინგი ინფლუენსერებისთვის. ბრენდებს სანდო ურთიერთობის დამყარება სჭირდებათ ინფლუენსერებთან
ეს პროგრამა ელექტრონულ კომერციაზე კონცენტრირდება, ძირითად სავაჭრო პლატფორმებსა და სოციალურ არხებთან ინტეგრირებით.
2019 წლის MarTech-ის საუკეთესო ინფლუენსერ მარკეტინგ პლატფორმად წოდებული CreatorIQ, პროგრამული უზრუნველყოფით, ინფლუენსერ მარკეტინგის პროცესს საგრძნობლად ამარტივებს.
CreatorIQ არის აღმომჩენი პროგრამული ხელსაწყო, რომელიც საჭირო და აქტუალურ ინფლუენსერების აღმოჩენაში დაგეხმარებათ.
Upfluence, დაახლოებით, 3 მილიონ ინფლუენსერს აანალიზებს, რომელთა მიმდევრების რაოდენობაც ჯამში 82 მილიარდს აღწევს.
ეს არის ხელსაწყო, რომელიც თქვენი ბრენდისთვის საუკეთესო და შესაფერისი ინფლუენსერის მოძებნაში დაგეხმარებათ.
Upfluence ყველა ძირითად სოციალურ პლატფორმას მოიცავს: Instagram, YouTube, Facebook, Twitter, Pinterest, Twitch და TikTok.
ეს არის ინფლუენსერების მარკეტ სივრცე, რომელიც მათი ძებნის პროცესს ამარტივებს.
ამ პროგრამის დამსახურებით მარტივად შეგიძლიათ ამოიცნოთ მაღალეფექტური ინფლუენსერები. პროგრამაში ასევე ნახავთ ბევრ ხელსაწყოს, რომელიც მათთან ურთიერთობის განვითარებაში დაგეხმარებათ.
AspireIQ-ში ასევე შეგიძლიათ თქვენი კონკურენტების სოციალურ აქტივობას ადევნოთ თვალი.
NeoReach იყენებს ალგორითმს, რომელიც სოციალურ ქსელებში მონაცემებს მოიპოვებს და მათ ინდექსირებას ახდენს.
ეს პროგრამა სხვადასხვა სოციალური ქსელიდან 3 მილიონზე მეტი ინფლუენსერის მონაცემებს აერთიანებს.
NeoReach-ის მთავარი ხიბლი მის მონაცემთა სიმრავლეშია.
ეს არის მარკეტ სივრცე, რომლის სახელწოდებაც ინფლუენსერ მარკეტინგის პროცესს აღწერს. ის ყველა ზომის ბრენდს ემსახურება და დიდი სივრცე აქვს სააგენტოებისთვისა და ნიჭიერი მენეჯერებისთვის.
სხვა პროგრამებს მსგავსად Post For Rent თქვენთვის საჭირო ინფლუენსერების აღმოჩენაში დაგეხმარებათ. მას წვდომა აქვს 154 000-ზე მეტ პროფილთან.
Fanbytes მარკეტერებს 13-დან 24 წლამდე ასაკის აუდიტორიასთან აკავშირებს. რის გამოც პროგრამა, ძირითადად, TikTok-ზე, Snapchat-ზე, Instagram-სა და Youtube-ზე კონცენტრირდება.
PitchBoard ისეთი მარკეტ სივრცეა, რომელიც განსაკუთრებულ ყურადღებას კამპანიების სწრაფ და მასშტაბურ შესრულებას უთმობს.
ამ პროგრამას სწამს, რომ ის ახალ და სხვადასხვა ინფლუენსერთან წვდომაში უფრო ეფექტურს გხდით.
ის ინფლუენსერების მონაცემებს რამდენიმე წყაროდან სწავლობს და აანალიზებს, თუ რომელი მათგანის აუდიტორია შეეფერება თქვენს ბრენდსა თუ პროდუქტს ყველაზე უკეთ.
Julius-ი სრულყოფილ თვითმომსახურების მარკეტინგულ პაკეტს წარმოადგენს, რომელიც თავის მონაცემთა სისტემაში, დაახლოებით, 120 000 ინფლუენსერს აერთიანებს.
პროგრამა 50-მდე განსხვავებულ საძიებო კრიტერიუმს მოიცავს, რაც ძებნის პროცესს ამარტივებს.
Tagger-მა არსებობა მუსიკალური რეკომენდაციების “მოწყობილობად” დაიწყო, თუმცა მალევე აღმოაჩინა ინფლუენსერ მარკეტინგის პოტენციალი.
პროგრამა უკვე 9 მილიარდ სოციალურ საუბარს ადევნებს თვალს. ეს კი მონაცემთა უდიდეს ბაზას ქმნის, რომელიც ბრენდებისთვისა და სააგენტოებისთვის არის ხელმისაწვდომი.
Tagger Media 3.5 მილიონამდე ინფლუენსერის პროფილს აერთიანებს და ის დიდი ბიზნესებისთვის არის გათვლილი.
წყარო: influencermarketinghub.com
ამავე თემაზე: 7 მარტივი ნაბიჯი სოციალური მედიის ინფლუენსერობამდე
Loading…