in , ,

Starlink-ი ინტერნეტს სატვირთო მანქანებში, გემებსა და თვითმფრინავებში გაავრცელებს

Starlink-ი ინტერნეტს სატვირთო მანქანებში, გემებსა და თვითმფრინავებში გაავრცელებს. შესაბამისი განაცხადი კომპანიამ Federal Communications Commission-ში 5 მარტს შეავსო.

Starlink-ის საშუალებით, საზღვაო გემებს, მაგალითად, ევროპის კონტინენტიდან ამერიკამდე, შესაძლებლობა ექნებათ, მუდმივი წვდომა ჰქონდეთ ინტერნეტთან.

ილონ მასკმა Tweeter-ზე დაწერა, რომ პატარა მანქანებს ჯერ ლოდინი მოუწევთ, მათი გეგმა ამ ეტაპზე გათვლილია დიდ ტერმინალებზე – თვითმფრინავებზე, გემებსა და სატვირთო ავტომობილებზე.

Starlink-ი მოიცავს 1000 სატელიტს და მასზე წვდომა დღეს, ‘beta’ პროგრამის საშუალებით, 10,000-ს მომხმარებელს აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებში, კანდასა და დიდ ბრიტანეთში. მისი ანტენის ახალ დიზაინზე ინფორმაცია არ ვრცელდება, თუმცა, სავარაუდოდ, ის სტანდარტული დასამაგრებელი ანტენა იქნება, რომელიც ინტერნეტს გაავრცელებს ნებსმიერი დიდი ზომის ტერმინალზე.

SpaceX-ის ექსპერიმენტი, ერთი წლის წინ, Gulfstream-ის თვითმფრინავებში წარმატებით დასრულდა;

ახლანდელ განაცხადში კი ხაზგასმით აღნიშნულია, თუ როგორი პროდუქტიულობისა და ეფექტურობის მოტანა შეუძლია Starlink-ის მიერ ინტერნეტის გავრცელებას დიდ ტერმინალებში. ის ბიზნესისა და განვითარებისთვის კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Loading…

0

როგორ გავზარდოთ TikTok –ის მიმდევართა რაოდენობა – პრაქტიკული რჩევები

„საქართველოს ბანკის“ სარეკლამო რგოლი ქართველი ქალი ფეხბურთელების მონაწილეობით