in

ბაიდენის გერმანული ნაგაზი აგრესიული ქცევის გამო თეთრი სახლიდან დელავერში დააბრუნეს

პრეზიდენტ ჯო ბაიდენისა და პირველი ლედის, ჯილ ბაიდენის ორი გერმანული ნაგაზი,  აგრესიული ქცევის შემდეგ, გასულ კვირას დელავერში დააბრუნეს.

მეიჯორს, რომელიც ბაიდენმა 2018 წლის ნოემბერში დელავერის ცხოველთა თავშესაფრიდან იშვილა, თეთრი სახლის დაცვის წევრთან ინციდენტი შეემთხვა. სამშაბათს თეთრი სახლის პრესმდივანმა, ჯენ ფსაკიმ დაადასტურა, რომ ძაღლმა მამაკაცს დაზიანება მიაყენა.

მეიჯორი, რომელიც 3 წლისაა, ბაიდენის ორი ძაღლიდან უმცროსია და ცნობილია, რომ აგრესიულ ქცევას ხშირად გამოხატავს. გერმანული ნაგაზიდან უფროსი, ჩამპი, დაახლოებით 13 წლისაა და ასაკის გამო ფიზიკურად აქტიური აღარ არის. ამიტომაც, ბაიდენმა მეიჯორი ჩამპის თანაშემწედ მიიღო, რათა უფროსი ძაღლი დაკავებული და აქტიური ყოფილიყო.

ცნობისთვის, ჩამპი და მეიჯორი თეთრ სახლში იანვარში, ჯო ბაიდენის ინაუგურაციიდან რამდენიმე დღეში, გადაიყვანეს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Loading…

0

Exeter-ის უნივერსიტეტი დიდ ბრიტანეთში სწავლის მსურველებისთვის სრულად დაფინანსებულ სასტიპენდიო პროგრამას აცხადებს

Disney Plus-ის მომხმარებელთა რაოდენობამ 100 მილიონს გადააჭარბა

Disney Plus-ის მომხმარებელთა რაოდენობამ 100 მილიონს გადააჭარბა