in ,

Exeter-ის უნივერსიტეტი დიდ ბრიტანეთში სწავლის მსურველებისთვის სრულად დაფინანსებულ სასტიპენდიო პროგრამას აცხადებს

Exeter-ის უნივერსიტეტი დიდ ბრიტანეთში სწავლის მსურველებისთვის სრულად დაფინანსებულ სასტიპენდიო პროგრამას აცხადებს. აპლიკაციების მიღების პროცესი ახლა მიმდინარეობს.

სტიპენდია Global Excellence-ის სახელით არის ცნობილი და ის ხელმისაწვდომია როგორც ევროკავშირის წევრი ქვეყნების მოქალაქეების, ისე ნებისმიერი სხვა საერთაშორისო სტუდენტისთვის.

უნივერსიტეტი ფარავს ყველანაირ ხარჯს. ყოველთვიური ანაზღაურება კი £10,000 და £5,000 შეადგენს, რაც დამოკიდებული იქნება სტუდენტის აკადემიურ ხარისხზე და სწავლის პროცესის პერფორმანსზე.

Exeter-ის უნივერსიტეტი, World QS-ის რეიტინგის მიხედვით, 164-ე ადგილზეა მსოფლიოში. უნივერსიტეტი გთავაზობთ მხოლოდ სრულგანაკვეთიან სამაგისტრო პროგრამებს, სადაც ნებისმიერი ასაკის ადამიანს შეუძლია განთლების მიღება.

საერთაშორისო სტიპენდიების მიზანია, გაზარდოს სტუდენტების ზოგადი აკადემიური განათლების დონე.

აქვე შეგიძლიათ იხილოთ მსოფლიო ბანკის სტიპენდიები 2021 წლისთვის.

მოკლე აღწერა:

  • მასპინძელი ქვეყანა: დიდი ბრიტანეთი;
  • უნივერსიტეტი: Exeter University;
  • პროგრამა: კურსდამთავრებულებისთვის/მაგისტრატურა;
  • სტიპენდია: სრულად დაფინანსებული;
  • მიღების ბოლო ვადა: 23 აპრილი, 2021წ.

ხელმისაწვდომი დეპარტამენტები:

  • Business School
  • Engineering College
  • Mathematic College
  • Physical sciences
  • College of Humanities
  • College of Life and Environmental Sciences
  • Medicine & Health College
  • Social Sciences and International Studies

მიღებისთვის საჭირო კრიტერიუმები:

  • საჭიროა, ფლობდეთ ე.წ offer letter-ს Exeter-ის უნივერისტეტიდან;
  • რეკომენდაციები;
  • ინგლისურის ენის სერტიფიკატი უპირატესობას მოგანიჭებთ;
  • ბაკალავრის დიპლომის ტრანსკრიპტი/ნიშნების ფურცელი – მაღალი ქულებით.

მიღების პროცესი:

უპირველეს ყოვლისა, საჭიროა, მოიპოვოთ კურსდამთავრებულთა პროგრამაზე მიღების ნებართვა უნივერსიტეტიდან. Offer letter-ის მიღების შემდეგ, თქვენ ავტომატურად განიხილებით სტიპენდიის მიღების კანდიდატად. მიღების ბოლო დღეა 2021 წლის 23 აპრილი.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Loading…

0
პირს მორგანი

პირს მორგანი, მეგან მარკლის წინააღმდეგ განცხადების შემდეგ, გადაცემას ტოვებს

ბაიდენის გერმანული ნაგაზი აგრესიული ქცევის გამო თეთრი სახლიდან დელავერში დააბრუნეს