Facebook- ის აღმასრულებელმა დირექტორმა, მარკ ცუკერბერგმა, განაცხადა, რომ 2030 წლისთვის ხალხს ჭკვიანი სათვალის გამოყენებით „ტელეპორტაცია“ შეეძლება. ჩვენ შევძლებთ, სხვა ადამიანებთან ვირტუალური საუბრის ისე წარმართვას, თითქოს ფიზიკურად ერთად ვიმყოფებოდეთ.
ამ მომავლის მოწყობილობის გამო, შესაძლოა, შემცირდეს მოგზაურობაც, ამით კი ხელს შევუწყობთ კლიმატის ცვალებადობის გაუმჯობესებას.
დიდი ტექნოლოგიური ფირმების უმეტესობა, მათ შორის Apple, Microsoft და Google, მუშაობს გაფართოებული რეალობის ტექნოლოგიაზე, რომელიც გადაფარავს კომპიუტერის მიერ წარმოქმნილ გრაფიკას რეალურ სამყაროში. ყველა მათგანი კონკურენციას უწევს ერთმანეთს, სმარტფონისა და სენსორული ეკრანის შემდეგ, ალტერნატიული კომპიუტერის ინტერფეისის ჩამოყალიბებაზე არიან კონცენტრირებულნი.
გასაოცარია ის, რომ ვინმესთან დარეკვისას, ვიდეოჩათის ნაცვლად, თითების მცირე მოძრაობით ტელეპორტაციას შეძლებთ და ისეთი შეგრძნება გექნებათ, რომ მათ გვერდით სხედხართ.
მარკ ცუკერბერგი
მისი თქმით, AR– ით მომუშავე „ტელეპორტს“ ის უპირატესობაც აქვს, რომ მგზავრობის დროს დაგვიზოგავს.
ცუკერბერგი AR სათვალის სატესტო გამოშვებას წლის ბოლოსკენ გეგმავს, თუმცა, აღნიშნავს, რომ ამ ეტაპზე მოწყობილობა თანამედროვე ვირტუალურ ობიექტებს სრულად არ აჩვენებს. ამბობს, რომ ტექნოლოგია ნელ-ნელა გაუმჯობესდება.
გარდა ამ სიახლისა, Facebook-ი ვირტუალური რეალობის ყურსასმენების გამოშვებასაც აანონსებს.
Loading…