in ,

პირს მორგანი, მეგან მარკლის წინააღმდეგ განცხადების შემდეგ, გადაცემას ტოვებს

პირს მორგანი

პირს მორგანი ITV-ის გადაცემას „დილა მშვიდობის ბრიტანეთო“, სასექსის ჰერცოგინიას შესახებ გაკეთებული კომენტარების შემდეგ, ტოვებს.

ITV-მ გადაწყვეტილების შესახებ, ბრიტანეთის კომუნიკაციების მარეგულირებლის მიერ დაწყებული გამოძიების შემდეგ, განაცხადა. Ofcom-მა ჟურნალისტის განცხადებებთან დაკავშირებით 41 015 საჩივარი მიიღო. ეს, 17 წლის განმავლობაში, Ofcom-ში რეკორდული რაოდენობის საჩივრების მიღების მეორე შემთხვევაა.

ორშაბათის შოუში მორგანმა განაცხადა, რომ მას მეგან მარკლის არცერთი სიტყვის არ სჯეროდა, რომელიც ოპრა უინფრის შოუში გააჟღერა.

„ვისთან წახვედით? რა გითხრეს მათ თქვენ? ძალიან ვწუხვარ, მაგრამ არცერთი თქვენი სიტყვის არ მჯერა, მეგან მარკლ. მაშინაც კი არ დავიჯერებდი, თუკი ის ამინდის პროგნოზს წაიკითხავდა“.

პირს მორგანი მეგან მარკლის შესახებ

პირს მორგანის მიმართ კოლეგების კრიტიკასაც არ დაუყოვნებია.

სამშაბათის გადაცემაში ამინდის წამყვანმა, ალექს ბერესფორდმა, პირს მორგანს გადასაღები მოედნის დატოვებისკენ მოუწოდა.

აღსანიშნავია, რომ პირს მორგანს ITV-ზე საავტორო გადაცემა „Life Stories“ ჰქონდა, ის ასევე ბრიტანულ „ნიჭიერში“ მსაჯის ადგილს იკავებდა, ხოლო 2010 წელს ამერიკულ ტელეკომპანია CNN-ში დაიწყო წამყვანად მუშაობა.

შეგახსენებთ, მეგან მარკლი ბრიტანეთის სამეფო ოჯახს რასიზმსა და სიცრუეში ადანაშაულებს. ის ამბობს, რომ თვითმკვლელობის ზღვარზე მიიყვანეს. 

ოპრა უინფრისთან, ტელეკომპანია „სიბიესში“ მიცემულ ინტერვიუში პრინც ჰარის მეუღლემ თქვა, რომ მის ვაჟს – არჩის, რომელიც ახლა უკვე ერთი წლისაა, უარი ეთქვა პრინცის წოდებაზე, რადგან სამეფო ოჯახში ბავშვის დაბადებისას არსებობდა შეშფოთება იმის შესახებ, რამდენად მუქი შეიძლებოდა ყოფილიყო მისი კანის ფერი.

მეგან მარკლიმ ინტერვიუში აღნიშნა, რომ მეუღლის ძმის ცოლმა ქეითმა ქორწილის წინ ატირა. პრინც ჰარისა და მეგან მარკლის ბრიტანეთის დედოფალზე პირდაპირი ბრალდებები არ გაუჟღერებიათ.

„უბრალოდ, აღარ მინდოდა მეცოცხლა. ეს იყო ძალიან მკაფიო, რეალური და საშიში მუდმივი აზრი“, – თქვა მეგან მარკლიმ.

წყარო: bbc.com

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Loading…

0

ცუკერბერგი: ადამიანები, ჭკვიანი სათვალეების დახმარებით, „ტელეპორტაციასაც“ შეძლებენ

Exeter-ის უნივერსიტეტი დიდ ბრიტანეთში სწავლის მსურველებისთვის სრულად დაფინანსებულ სასტიპენდიო პროგრამას აცხადებს