Kayvon Beykpour-ი, კომპანიის სამომხმარებლო პროდუქტის ხელმძღვანელი, ახალი პროდუქტების შესახებ საუბრობს.
Twitter-ი აპირებს, უამრავი სიახლე შექმნას თავისი მომხმარებლისთვის. ის დიდი ხანია სიახლეებს აღარ გვთავაზობს, თუმცა ახლა უკვე მისი სრული განახლება იგეგმება. Twitter-ის განსაკუთრებულობა მდგომარეობს იმაში, რომ ეს არის პლატფორმა, სადაც რეალურ ცხოვრებაში მიმდინარე მნიშვნელოვან პოლიტიკურ თუ ეკონომიკურ მოვლენებს ვირტუალურად ვადენევნებთ თვალს. მომხმარებლები ერთიანდებიან საერთო სივრცეში და ჩართულნი არიან გადაწყვეტილების მიღების პროცესებში; პოლიტიკოსებისა თუ მარეგულირებელი ორგანოების აქტივობებში, დაპირისპირებებში თუ ჯანსაღ დიალოგებში. ეს კი ყველაზე მნიშვნელოვანია თანამედროვე ადამიანის ცხოვრებაში. აქედან გამომდინარე, პლატფორმის მოსალოდნელი განახლება მომხმარებლებისთვის სასიხარულო ამბავია. წარმოგიდგენთ მათ მოკლე ჩამონათვალს: Twitter Spaces - არის აუდიოჩანაწერი, რომელიც ძალიან ჰგავს Clubhouse-ის აპს. Twitter Fleets - რომლებიც Snap- ისა და Instagram Stories- ს ჰგავს. Twitter Revue - რომელიც არის Substack- ის მსგავსი საინფორმაციო ბიულეტენი. Super Follows - ხალხს საშუალებას მისცემს Twitter– ზე სპეციალური კონტენტის შექმნისთვის თანხა გამოიმუშაონ. ინტერვიუს სრული ჩანაწერის ნახვა/მოსმენა შეგიძიათ აქ.
Loading…