in , ,

აშშ-ის საელჩოს გრანტი გაცვლითი პროგრამის მონაწილეთათვის – 2021

აშშ-ის საელჩო აცხადებს 2021 წლის საგრანტო კონკურსს სპეციალურად გაცვლითი პროგრამის მონაწილეთათვის (ალუმნებისთვის). პროგრამის დაფინანსების შემთხვევაში, აშშ-ის საელჩო ფინანსურ მხარდაჭერას სთავაზობს ამერიკის მთავრობის მიერ დაფინანსებული გაცვლითი პროგრამის მონაწილეებს სხვადასხვა აქტივობისათვის.

სააპლიკაციო ვადები:

  • 22 მარტი, 2021
  • 1 ივნისი, 2021

აპლიკანტს შეუძლია განაცხადი შემოიტანოს ორივე ვადაზე, არაუმეტეს ერთი განაცხადისა თითო ჯერზე.

პროგრამის ფარგლებში ალუმნებზე გაიცემა ინდივიდუალური გრანტები შემდეგი მიმართულებებით: 

  • დემოკრატიისა და დასავლური ინტეგრაციის ხელშეწყობა,
  • გენდერული თანასწორობა და სოციალური ინკლუზია,
  • კიბერ განათლება და კიბერუსაფრთხოება,
  • საგანმანათლებლო სისტემების გაძლიერება,
  • ხარისხიან ზოგად განათლებაზე წვდომის ზრდა,
  • ეკონომიკური განვითარება და მეწარმეობის ხელშეწყობა.

პროექტზე მოთხოვნილი მაქსიმალური თანხა შეადგენს 15,000 აშშ დოლარს.

მონაწილეობის უფლება აქვთ მხოლოდ საქართველოს მოქალაქე ან საქართველოში მაცხოვრებელ ამერიკის მთავრობის მიერ დაფინანსებული საგანმანათლებლო და პროფესიული გაცვლითი პროგრამების მონაწილეებს (https://alumni.state.gov/list-exchange-programs).  სხვადასხვა გაცვლითი პროგრამის მონაწილეებს შეუძლიათ ერთი საერთო პროექტის წარდგენა.

გრანტის მოსაპოვებლად დეტალური ინფორმაცია იხილეთ აქ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Loading…

0

რუსეთი მთვარეზე კოსმოსური სადგურის განსათავსებლად ჩინეთთან თანამშრომლობს

Twitter-ის ახალი გეგმები – რა სიახლეებს გვთავაზობს აპლიკაცია