ახალი საერთაშორისო კვლევის შედეგად დადგინდა, რომ 42 000 წლის წინ დედამიწის მაგნიტურმა ველმა დროებით ფუნქციონირება შეწყვიტა.
ამან კი ეკოლოგიური კატაკლიზმები, მასობრივი გადაშენებები და ნეანდერტალელების დაღუპვა გამოიწვია. ამის მიზეზი კი მაგნიტური ველებისა და მზის ქარების ცვლილება გახდა.
მკვლევრებმა ამას „ადამსის მოვლენა” უწოდეს. დუგლას ადამსი არის მწერალი, რომელსაც ეკუთვნის წიგნი The Hitchhiker’s Guide to the Galaxy.
საინტერესოა, რომ აღმოჩენას უძველესმა ახალზელანდიურმა კაურის ხეებმა შეუწყო ხელი, რომლებიც 40 000 წლის განმავლობაში შემოინახა.
“უძველესი ხეების გამოყენებით, ჩვენ შევძელით, გაგვეზომა და დაგვეთარიღებინა დედამიწის მაგნიტური ველის დაშლით გამოწვეული ატმოსფერული რადიო-ნახშირბადის დონე”
კრის ტერნი, UNSW Sydney-ის პროფესორი და წამყვანი მკვლევარი
„ადამსის მოვლენისას“ ადამიანები შთაგონებულები და შეშინებულები იქნებოდნენ ცაში მაგნიტური ველის რყევებით გამოწვეული ავრორას გამოსახვის შედეგად.
პასუხს კითხვაზე არის თუ არა შესაძლებელი, რომ მაგნიტური ველის მსგავსი ცვლილება დღესაც მოხდეს, ერთ-ერთი წამყვანი მკვლევარი ალან კუპერი სცემს.
მეცნიერ ალან კუპერის აზრით, ამის განმსაზღვრელი რამდენიმე ფაქტორი არსებობს, ერთ-ერთი მათგანი კი არის ველის 9%-ით შესუსტება ბოლო 170 წლის განმავლობაში, რაც შესაძლოა, ველის ცვლილებას მოასწავებდეს.
წყარო: bigthink.com
Loading…