in , ,

მეცნიერები 6200 წლის წინ მოკლული 41 ადამიანის ამბავს იკვლევენ

2007 წელს ხორვატიის ქალაქ პოტოჩანიში ადამიანი ავტოფარეხის საძირკველს თხრიდმა, რის შედეგადაც საზარელი სცენა აღმოაჩინა: მასობრივ სასაფლაოზე დაკრძალული 41 ადამიანის 6200 წლის ნეშტი.

ყველა მსხვერპლი ძალადობრივად იყო მოკლული და თითოეულ მათგანს თავის დაზიანება აღენიშნებოდა. თუმცა მკვლევრები მოკლულთა დემოგრაფიამ და მათი სიკვდილის გამომწვევმა მიზეზებმა განაცვიფრა.

გარდაცვლილები იყვნენ კაცები, ქალები და ბავშვები. მათ საერთო წინაპრები ჰყავდათ, მაგრამ მათი უმეტესობა ახლო ნათესავი არ იყო. გენეტიკურმა კვლევებმა აჩვენა, რომ ისინი არც ახალი ჩასახლებულები იყვნენ ამ მხარეში.

მკვლევრებისთვის დამაინტრიგებლად კი, ყველა მათგანს მიღებული ჰქონდა დარტყმა თავის ქალის უკანა ნაწილში, რაც იმაზე მეტყველებს, რომ ისინი ბრძოლაში არ დაღუპულან.

მაშ, რა მოხდა და რატომ?

PLOS ONE-ში გამოქვეყნებულ უახლეს კვლევაში, რომელიც უმსხვილეს გენეტიკურ კვლევას წარმოადგენს, მეცნიერები შემაშფოთებელ პასუხს გვთავაზობენ: ორგანიზებული ხოცვა განურჩეველი იყო.

მეცნიერებმა ისიც აღნიშნეს, რომ მასობრივი მკვლელობები, იქნება ეს უძველესი თუ თანამედროვე დროის, ტიპური პროცესებია და არა ერთჯერადი მოვლენები. ბევრი მასობრივი მკვლელობა მიდის დიდი მასშტაბის მქონე ფაქტორებამდე, რითაც საზოგადოების შევიწროება იწყება.

პოტოჩანის მასობრივი მკვლელობის კონტექსტში, მკვლევრებმა აღნიშნეს, რომ კლიმატის ცვლილებამ პოტენციურ მოსახლეობასთან ერთად შესაძლოა ამოწურა რეგიონში არსებული რესურსი.

„ასეთი უძველესი მასობრივი მკვლელობების შესწავლით, ჩვენ შეგვიძლია ამ ადამიანების ფსიქოლოგიაში უკეთ გავერკვეთ და შესაძლოა მსგავსი მოვლენების თავიდან აცილება შევძლოთ დღეს.“  

მარიო ნოვაკი, კვლევის ავტორი

წყარო: bigthink.com

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Loading…

0

#ქვიზი – შეამოწმე, კარგად გახსოვს თუ არა ქართული ენის გრამატიკა?

საქართველოს არაფორმალური ელჩი ჩინეთში – დარინე რაზმაძის #ამბავი