ნიკოლოზ ბასილაშვილმა, საქართველოს პირველმა ჩოგანმა, შვეიცარიელი ჩოგბურთელი, არც მეტი, არც ნაკლები – როჯერ ფედერერი დაამარცხა!
ქართველმა ჩოგბურთელმა ფედერერი დოჰას საერთაშორისო ტურნირის 1/4 ფინალში, 3 სეტში სძლია – 3:6, 6:1, 7:5 და ისტორიული გამარჯვება მოიპოვა.
1/2 ფინალში ბასილაშვილი ამერიკელ ტეილორ ფრიცს შეხვდება.
მატჩი 13 მარტს არის დაგეგმილი.
Loading…