in , ,

Roblox-ის წარმატება და მისი კაპიტალის უსწრაფესი ზრდა პანდემიის პირობებში

შეიძლება ითქვას, რომ Roblox-ის აპლიკაციამ კოვიდ-პანდემიის პირობებში ბაზარზე რეკორდები მოხსნა. Roblox-ი ერთ-ერთი ყველაზე მომგებიანი პლატფორმა აღმოჩნდა Apple– სა და Google– ისათვის. 2019 წლის მოგებამ 82%-ს მიაღწია, რაც 923.9 მილიონი ამერიკული დოლარის ტოლფასია.

ოთხშაბათს, New York Stock Exchange-ზე კომპანიის კაპიტალი 38.26 მილიონი დოლარით შეფასდა და ის ინვესტორების მოლოდინშია. მისი აქტიური მომხმარებლები სახლში „ჩაკეტილი“ ბავშვები იყვნენ, რომლებიც პანდემიის გამო არც სკოლებში და არც სპორტულ წრეებზე დადიოდნენ.

აპლიკაციის მომხმარებლები თვითონ ქმნიან ავატარებს, ირჩევენ თემატურ გარემოს და მეგობრებთან ერთად ებრძვიან „მტრებს“.

Roblox განსაკუთრებით არაპროგნოზირებადი კომპანიაა, რადგან შეუძლებელია, იწინასწარმეტყველო რა მოხდება, როდესაც სკოლები გაიხსნება და ბავშვები დაუბრუნდებიან თავიანთ რეალურ მეგობრებს.

ამისათვის კომპანიამ დაამატა ახალი კონტენტი უფროსი აუდიტორიისთვის, როგორიცაა ვირტუალური კონცერტები, შეხვედრები და საგანმანათლებლო ტრენინგები, მაგრამ პლატფორმა მაინც ძირითადად ბავშვებსა და მშობლების ბიუჯეტზეა დამოკიდებული.

მიუხედავად იმისა, რომ 2020-ის შემდეგ 2021 პლატფრომისთვის ნაკლებად წარმატებულია, Michael Guthrie (კომპანიის ფინანსური დირექტორი) იმედოვნებს, რომ 15-წლიანი არსებობის შემდეგ, Roblox-ი კვლავ გააგრძელებს იმავე აქტივობით ფუნქციონირებას.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Loading…

0

Career 8M – #სტარტაპი, რომელიც სანდო ძიძების ნამდვილი საბადოა!

„ჯოვანი მორას” პროექტი ქართველური ენების პოპულარიზაციას ეწევა