in , ,

ობამა, ბუში, კლინტონი და კარტერი საზოგადოებას ვაქცინაციისკენ მოუწოდებენ

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტები და მათი მეუღლეები ამერიკელებს ვიდეორგოლში ვაქცინაციისკენ მოუწოდებენ.
ჯორჯ ბუშმა რეკლამაში ხაზი გაუსვა „თავდადებული მეცნიერებისა და მკვლევრების" შრომას, რომლებმაც სწრაფად შეიმუშავეს უსაფრთხო ვაქცინები. ხოლო ბილ კლინტონმა აღნიშნა, რომ ვაქცინაცია „ყველას გაგვაერთიანებს ამ პანდემიის დასრულებისთვის“.

ბარაკ ობამამ პანდემიის შედეგები „განუზომელ ზარალად“ მოიხსენია, ხოლო 96 წლის კარტერმა თქვა, რომ ვაქცინები და სხვა ჯანდაცვის ზომები მისი შვილების, შვილიშვილებისა და შვილთაშვილების კვლავ ნახვის 'გასაღებია'.

მეორე სარეკლამო რგოლში ობამა, ბუში და კლინტონი საუბრობენ და ხაზს უსვამენ, რომ ვაქცინები მალე ხელმისაწვდომი იქნება ყველასთვის. აშშ – ში Pfizer– ის, Moderna– სა და Johnson & Johnson– ის ვაქცინები ამ ეტაპზე გადაეცათ მაღალი რისკის ჯგუფებს.

სარეკლამო რგოლები გადაღებულია 2020 წლის დეკემბერში, როდესაც ტრამპი ჯერ კიდევ ამერიკის პრეზიდენტი იყო, თუმცა მას ამ კამპანიაში მონაწილეობა არ მიუღია.

Paula Green-Smith-ი, რომელიც ჯანდაცვის ექსპერტია, ხალხს მოუწოდებს მსგავს გზავნილებს ნდობა გამოუცხადონ; ის ხაზს უსვამს ინფორმაციის გავრცელების მნიშვნელობას პანდემიის დასასრულებაში.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Loading…

0

ჰაკერებმა Microsoft–ის ელექტრონული ფოსტის ანგარიშებზე შეაღწიეს

Google Maps-ის მომხმარებლებს მალე რუკის რედაქტირება თავად შეეძლებათ