in , ,

ტელევიზორებში Youtube-ის ვიდეოების ნახვის სტატისტიკა საგრძნობლად გაიზარდა

Covid-19-მა მივიწყებული ტელევიზორის ეკრანები გაცოცხლა. კარანტინისა და შეზღუდვების პერიოდში ადამიანების ერთადერთი განტვირთვის საშუალება შოუებისა და სერიალების ყურება გახდა, რამაც ძალიან კარგი შედეგები მოუტანა Youtube-ს.

Google -ს კი სურვილი გაუჩინა, Youtube-ს კიდევ უფრო მეტი წარმატების მოპოვებაში დაეხმაროს.

Neal Mohan-ის თქმით, რომელიც კომპანიის პროდუქტის ოფიცერია, წინა წლის მარტთან შედარებით, წელს Youtube არხს 100 მილიონით მეტი ნახვა აქვს. 2020 წლის დეკემბრის ნახვები 120 მილიონს გაუტოლდა.

ოთხშაბათს Mohan-მა Interactive Advertising Bureau-ს ყოველწლიურ შეხვედრაზე განაცხადა, რომ ტელევიზორის ეკრანებზე „იუთუბის“ ნახვების სტატისტიკა მზარდი და პოზიტიურია.

თუმცა, მობილური ტელეფონების გამოყენება ვიდეორგოლების სახავად მაინც ჭარბობს. ის მარკეტოლოგებს მოუწოდებს, რომ ახლა დროა, უკვე მეტი კონცენტრაცია ტელევიზორებზე გადაიტანონ, რადგან ნახვების რაოდენობა განსაცვიფრებლად მატულობს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Loading…

0

ორგაზმი ღილაკზე თითის დაჭერით – მეცნიერული ვარაუდი

42 000 წლის წინ დედამიწის მაგნიტურმა ველმა დროებით ფუნქციონირება შეწყვიტა

42 000 წლის წინ დედამიწის მაგნიტურმა ველმა დროებით ფუნქციონირება შეწყვიტა