in , ,

ცნობილი ბრენდების საუკეთესო ნამუშევრები TikTok-ზე

TikTok-ზე 2020 წელს ბრენდებისა და მარკეტინგის ნამდვილი შოუ იყო გამართული. 2021 წელიც იმავე ტემპით დაიწყო; ამ სტატიაში შემოგთავაზებთ ბრენდების საუკეთესო ნიმუშებს: როგორ ტრენდებს გეგმავენ ისინი 2021 წელს TikTok-თან ერთად.

Ryanair

გაგიკვირდებათ და ეს ავიაკომპანია ტრენდების ძალიან აქტიური ‘მიმდევარია’. Ryanair-ი TikTok-ზე 2020 წელს დარეგისტრირდა და 139k გამომწერი ჰყავს. მათი წარმატება მდგომარეობს იმაში, რომ ისინი ტრენდებს სწრაფად ითვისებენ და რელევანტურად იყენებენ, არც თუ ისე სერიოზული მიდგომით.

მათი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ვიდეო, სადაც მათი თვითმფრინავები მოძრაობენ ინსტრუქტორებისკენ, ძალიან მარტივია. ვიდეოს აფორმებს Saucy Santana- ს სიმღერა "Walk", რომელიც იმ დროს ტრენდული იყო, რითაც მომხმარებლების 4.3 მილიონი ნახვა და 1,1 მილიონი მოწონება დაიმსახურეს.
https://www.tiktok.com/@ryanair/video/6915410373856496902?sender_device=pc&sender_web_id=6938311796663666182&is_from_webapp=v3&is_copy_url=0

Ryanair-ის ტრენდული ვიდეორგოლები საზოგადოების მხრიდან დიდ ინტერესსა და მოწონებას იწვევს. კომენტარებში იხილავთ მსგავს რეპლიკებს: “the only good person who works for Ryan air is this TikTok person” , “Now here is a company that knows how to use TikTok” and “I live for Ryanair TikTok”. 

Yahoo

Yahoo-მ პირველი ვიდეო TikTok-ზე 2020 წლის 4 მარტს შექმნა და მას შემდეგ  52.9 მილიონი მოწონება მოიპოვა. ვიდეოების შინაარსი მოიცავს ინფორმაციას აშშ–ს პოლიტიკის შესახებ; TikTok-ზე დიდ გამოხმაურებას იწვევს კლიპები აშშ–ის მნიშვნელოვანი თარიღებიდან, როგორიცაა ბაიდენის ინაუგურაცია. 1.1 მილიონი გამომწერით Yahoo წარმოდგენილია საინტერესო ინფორმაციებით, რომელსაც ერთი სახე - ჟურნალისტი @juliamunslow უძღვება. 
@yahoonews

Here’s what Biden did on Day 2 in office. @juliamunslow #news #politics #biden #covid19 #yahoonews

♬ original sound – Yahoo News

ეს Yahoo-ს ყველაზე პოპულარული ვიდეოა 5.4 მილიონი ნახვითა და 1.2 მილიონი მოწონებით, სადაც ჯულია ბაიდენის პრეზიდენტობის მეორე დღეზე ჰყვება.

Little Moons

TikTok-ის მომხმარებლებში თუ იკითხავთ რა არის Little Moons-ი ასე გიპასუხებენ – ის უახლესი ტრენდია, რომელიც ‘მოჩის’ ნაყინის ბრენდირებას აკეთებს. Little Moons-ის კონტენტი კვებასთან არის დაკავშირებული. მათი გამომწერების რიცხვი დღითიდღე იზრდება და ახლა 63.7k-ს აღწევს.

ეს ვიდეო ყველაზე პოპულარულია 3.6 მილიონი ნახვითა და 251.9k მოწონებით.

TikTok-ი სულ უფროდაუფრო პოპულარული ხდება, რაც ბრენდებს მეტ შესაძლებლობებს აძლევს, რომ მარტივი ‘ხრიკებით’ მეტად ცნობადები გახდნენ, როგორც ეს ჩვენს სტატიაში ნახეთ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Loading…

0

რატომ არის მოზარდებისთვის გამოძინება ძალიან მნიშვნელოვანი

„ჯიპიაი ჰოლდინგი“ მომხმარებლებსა და მათი ოჯახის წევრებს კოვიდ-ვაქცინაციას სთავაზობს