პერსონალურ ტრენერებს, რომლებიც თავიანთი ბიზნესის პანდემიაზე მორგებას ცდილობენ, შეუძლიათ ონლაინ ინსტრუმენტებით ისარგებლონ და ბიზნესი განავითარონ. ონლაინ საშუალებებს მრავალი უპირატესობა აქვთ: კლიენტებთან უწყვეტი კავშირის გარდა, ინსტრუმენტები მათ დაეხმარებათ პაკეტების შექმნასა და პირად მომსახურებაში.
ონლაინ პლატფორმები შეიძლება განსაკუთრებით სარგებლის მომტანი იყოს დისტანციური ბიზნესის ზრდისათვის.
გთავაზობთ 5 საუკეთესო საშუალებას ხარისხიანი მომსახურების გასაწევად:
1. PTDistinction – არის ინდივიდუალური სასწავლო პროგრამა მწვრთნელებისთვის, რომლებიც ცდილობენ, შეისწავლონ კლიენტების ჩვევები და ცხოვრების წესები. ის გთავაზობთ მრავალფეროვან ინსტრუმენტებს, მაგალითად – კვებასა და ვარჯიშზე თვალყურის დევნებას. ტრენერს საშუალება ეძლევა მარტივად აკონტროლოს მომხმარებლის დღის რუტინა.
2. Total Coaching – ადვილად გამოსაყენებელი პერსონალური მწვრთნელის პროგრამაა, რომელიც გთავაზობთ კვების რაციონის შედგენას მომხმარებლის ჩვევების გათვალისწინებით მორგებულ სასწავლო ტრენინგებს. პროგრამა ისეთ დეტალებს “აკვირდება”, როგორცაა – წყლის მიღება. გარდა ამისა, პლატფორმა პროგრესის შესამჩნევად კლიენტებს საშუალებას აძლევს, ატვირთონ ფოტოები და ვიდეოები სპეციალურად პირადი ტრენერებისთვის.
3. Trainerize – პლატფორმა საშუალებას გაძლევთ, აკონტროლოთ კლიენტის პერფორმანსი რამდენიმე გზით: ფოტო და ვიდეო მტკიცებულებებით. ის საშუალებას გაძლევთ, დაახარისხოთ კლიენტების მიზნები, პერსონალურად ადევნოთ თვალი მათ და გაუზიაროთ შენიშვნები. აპლიკაცია ასევე გთავაზობთ კვების სხვადასხვა რაციონს.
4. True Coach – აპლიკაციაში შეგიძლიათ დაარეგისტრიროთ თქვენ მიერ შედგენილი ვარჯიშები, პერსონალურად მოარგოთ და შესთავაზოთ ისინი კლიენტებს.
5. VirtuaGym -ზე ტრენერებს შესაძლებლობა ეძლევათ, მხოლოდ ვიდეო-რგოლებით იხელმძღვანელონ და გაუზიარონ მომხმარებლებს. დანარჩენი 10 პლატფორმა მახასიათებლებით ზემოთ აღწერილი 5-ის მსგავსია;
გთავაზობთ მათ ჩამონათვალს:
6. NudgeCoach
7. TrainHeroic
8. Workout Labs
9. Strength Portal
10. Exercise.com
11. My PT Hub
12. Omnify
13. EverFit
14. TrainerMetrics
15. FitFerre
Loading…