in , ,

ნარჩენების პრევენციის ეროვნული პროგრამის შემუშავებაში საქართველოს ნორვეგიის საელჩო დაეხმარება

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ნარჩენების პრევენციის ეროვნული პროგრამის შემუშავებაში კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი (CENN) და ნორვეგიის საგარეო სამინისტრო დაუჭერს მხარს.

თბილისში არსებული ნორვეგიის საელჩოს განცხადებით, პროგრამის შემუშავების პროცესი გამჭვირვალე იქნება და ყველა დაინტერესებულ მხარეს შეეძლება მონაწილეობის მიღება.

პროგრამის სამოქმედო გეგმა ითვალისწინებს პოლიეთილენის ნარჩენების სწორ მართვას, რაც პლასტმასის მოხმარებასა და მის გადამუშავებასთან დაკავშირებული პრობელემბის მოგვარებას შეუწყობს ხელს.

ამ ეტაპზე ქვეყანაში არსებული ნაგავსაყრელების რაოდენობა ჯერ კიდევ ძალიან დიდია, ხოლო პოლიეთილენის გადამუშავებაზე მოთხოვნა – ძალიან დაბალი. გამომდინარე აქედან, აუცილებელია შემუშავდეს და გატარდეს პოლიტიკა, რომელიც ხელს შეუწყობს პოლიეთილენის ნარჩენების პრევენციის მნიშვნელობაზე ცნობიერების ამაღლებას.

ნორვეგიის საელშო თბილისში

გაეცანით სხვა ამბებს Venue.-ზე

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Loading…

0

ერთჯერადი ნიღბები დიდ ეკოლოგიურ საშიშროებას ქმნის – კვლევის შედეგები

სენსაციური აღმოჩენა: ნაპოვნია დინოზავრი საკუთარ ემბრიონებთან ერთად