in , ,

სენსაციური აღმოჩენა: ნაპოვნია დინოზავრი საკუთარ ემბრიონებთან ერთად

მეცნიერები დიდი აღმოჩენის წინაშე დადგნენ: Ganzhou-ში, ჩინეთის სამხრეთ ჯიანქსის პროვინციაში, აღმოაჩინეს დინოზავრის ნაშთები, რომელიც იჯდა გაქვავებულ კვერცხების ბუდეზე.

დინოზავრი, ოვირაპტოროზავრი (oviraptor), მიეკუთვნება ფრინველის მსგავს თეროპოდულ დინოზავრების ჯგუფს, რომლებიც 145-დან 66 მილიონი წლის წინ ცხოვრობდნენ.

ზრდასრული ოვირაპტორის ნაშთები ემბრიონებით დათარიღებულია დაახლოებით 70 მილიონი წლის ასაკით.

ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც მკვლევრებმა აღმოაჩინეს დინოზავრი, რომელიც ზის კვერცხის ბუდეზე. ამან კი განაპირობა ემბრიონების ნაშთების კვერცხებში შემონახვა.

პროფესორი Shundong Bi-ს აზრით, ეს ის უიშვიათესი ბილოგოიური პროცესია, როდესაც ემბრიონების ნაშთები ხილვადი და ხელშესახებია. მიმდინარეობს კვლევები მათი შინაგანი ორგანოების გამოსაკვლევადაც.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Loading…

0

ნარჩენების პრევენციის ეროვნული პროგრამის შემუშავებაში საქართველოს ნორვეგიის საელჩო დაეხმარება

Facebook-ის ინოვაციური გამოგონება – 360-გრადუსიანი კამერა