in

200-ლარიან კომპენსაციაზე განაცხადების წარდგენა გრძელდება

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, კომპენსაციის გაცემის მიზნით, მონაცემთა ბაზაში, დღეის მდგომარეობით, უკვე 197 502 განაცხადია დარეგისტრირებული.

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, კომპენსაციის გაცემის მიზნით, მონაცემთა ბაზაში, დღეის მდგომარეობით, უკვე 197 502 განაცხადია დარეგისტრირებული.

ამასთან, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ თუ დამქირავებელი ყოველ მომდევნო თვეში, ამ შემთხვევაში, მარტში, აღარ წარადგენს განაცხადს, შემოსავლების სამსახური კომპენსაციის მიმღებ პირთა ნუსხის შედგენისას გამოიყენებს წინა თვეების განაცხადებს.

ამასთან, მათივე ცნობით, თუ დამსაქმებელი კომპანიების წარმომადგენლებმა, თებერვლის თვეში ვერ წარადგინეს განაცხადები, მათი წარდგენა შესაძლებელია 22 მარტის ჩათვლით (ვინაიდან 20 მარტი არის არასამუშაო დღე), რის შემდეგაც დაქირავებული პირები ისარგებლებენ 200-ლარიანი კომპენსაციის მიღების უფლებით.

აქვე, შემოსავლების სამსახური მოქალაქეებს შეახსენებს, რომ აღნიშნული განაცხადების წარდგენა შესაძლებელია დისტანციურად, მომსახურების სერვისცენტრებში მიუსვლელად, მომხმარებლის ავტორიზებული გვერდიდან https://eservices.rs.ge/Login.aspx?redirect_url=https://eservices.rs.ge/Login.aspx.

დამსაქმებლების მიერ, კომპენსაციის გაცემისთვის საჭირო ელექტრონული განაცხადის, ონლაინ შევსების წესის შესახებ ვიდეო ინსტრუქცია, ასევე პასუხები ხშირად დასმულ კითხვებზე მოქალაქეებს შეუძლიათ იხილონ შემდეგ ბმულებზე: https://rs.ge/LawNewsArchive?newsId=159 https://rs.ge/Covid19?cat=7&tab=8.

შემოსავლების სამსახური მოქალაქეებს მიმართავს, დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, დაუკავშირდნენ შემოსავლების სამსახურის საინფორმაციო სატელეფონო ცენტრს: 2 299 299 ან მიწერონ ელექტრონულ მისამართზე [email protected].

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Loading…

0

კიდობანი მთვარეზე – „თანამედროვე გლობალური სადაზღვევო პოლისი“

როგორ ჩავშალოთ ZOOM-შეხვედრა – მტირალა ბავშვისა და სხვა ხმების აუდიო ეფექტები