in ,

როგორ ჩავშალოთ ZOOM-შეხვედრა – მტირალა ბავშვისა და სხვა ხმების აუდიო ეფექტები

Zoom Escaper არის უფასო ვებ-ვიჯეტი, რომელიც საშუალებას გაძლევთ, თქვენს Zoom შეხვედრას სხვადასხვა ყალბი აუდიო ეფექტი დაამატოთ, რომელიც შეხვედრის დატოვებისა და გაქცევის მიზეზს მოგცემთ.

თქვენ შეგიძლიათ აირჩიოთ სხვადასხვა სახის აუდიო ეფექტები მყეფარე ძაღლიდან მოტირალ ბავშვამდე. ამ ხმების შემქმნელი აუდიო არტისტი სემ ლევინია.

ZoomEscaper-ის გამოყენება ძალიან მარტივია. საკმარისია, ჩამოტვირთოთ უფასო აუდიო პროგრამა VB-Audio, რომელიც ვებ-გვერდის მეშვეობით მიმართავს აუდიო ხმას. ამის შემდეგ საჭიროა შეცვალოთ Zoom-ის აუდიო მონაცემი თქვენი მიკროფონიდან VB-Audio-ზე და დაიწყოთ ეფექტებით თამაში.

ZoomEscaper-ი სემ ლევინის მსგავსი პირველი ნამუშევარი არ არის. მან 2016 წელს შექმნა ვებ-გვერდი Slow Hot Computer, რომელიც თქვენი კომპიუტერის ეფექტურობას ასუსტებს და შესაბამისად, თქვენც ნაკლებ პროდუქტიულს გხდით.  

წყარო: theverge.com

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Loading…

0
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, კომპენსაციის გაცემის მიზნით, მონაცემთა ბაზაში, დღეის მდგომარეობით, უკვე 197 502 განაცხადია დარეგისტრირებული.

200-ლარიან კომპენსაციაზე განაცხადების წარდგენა გრძელდება

რა თანხას გამოიმუშავებს შენი ვიდეო YouTube-ზე – ეს კალკულატორი დაგეხმარება