in ,

ევროპა „LGBTIQ თავისუფლების ზონად“ გამოცხადდა

ევროკავშირი „LGBTIQ თავისუფლების ზონად“ ოფიციალურად ევროპარლამენტში გამართული კენჭისყრის შედეგად გამოცხადდა. ეს უმეტესწილად სიმბოლური ნაბიჯია, რომელიც პოლონეთსა და უნგრეთში გაზრდილი დისკრიმინაციისა და ანტი LGBTIQ+ პოლიტიკის საპასუხოდ განხორციელდა.

ევროპარლამენტის 492 დეპუტატმა მხარი დაუჭირა ახალ რეზოლუციას, 141 წინააღმდეგ წავიდა, 46 დეპუტატმა კი ხმის მიცემისგან თავი შეიკავა.

„ადამიანები ევროპაში საკუთარი ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის საჯაროდ დემონსტრირების უფლებით უნდა ცხოვრობდნენ, შეუწყნარებლობის შიშის, დისკრიმინაციისა თუ დევნის გარეშე.“

რეზოლუციის მხარდამჭერების განცხადება

საპროტესტო ტალღების მიუხედავად, პოლონეთის პრეზიდენტის ანდრეი დუდას მემარჯვენე მთავრობა LGBTIQ+ საზოგადოებისთვის საშიშროებას წარმოადგენს. 2019 წლიდან ბევრი პოლონური რეგიონი გახდა „LGBT-სგან თავისუფალ ზონა“, რაც LGBTIQ+ საზოგადოებისადმი ტოლერანტობას ზღუდავს.

პოლონეთის მსგავსად უნგრეთშიც LGBTIQ+ საზოგადოება ზრდად წინააღმდეგობას განიცდის ვიქტორ ორბანის ულტრამემარჯვენე მთავრობისგან. 2020 წელს ქვეყანამ შეზღუდვები შემოიღო შვილად აყვანასთან და ტრანს ადამიანების, ქვეყნის მასშტაბით, ლეგალურ გადაადგილებასთან დაკავშირებით.

წყარო: dazeddigital.com

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Loading…

0

როგორ ვიფიქროთ ეფექტურად: კრიტიკული აზროვნების 6 ეტაპი

კიდობანი მთვარეზე – „თანამედროვე გლობალური სადაზღვევო პოლისი“