სმარტ ქსოვილის საშუალებით ახალი სტილის სამოსი დამზადდება, რომელიც ბილბორდის ცვალებადი ეკრანის მსგავსი იქნება.
ჩინეთში ფუდანის უნივერსიტეტის მკვლევრებმა სასარგებლო ტექნიკური მასალა შექმნეს. ქსოვილის ახალი სახეობა სამუშაო კლავიატურად გადაიქცევა, ჩვენების მსგავსად განათდება და მასზე გარკვეული ტექსტები მოთავსდება. ყველა სხვა ტანსაცმლის მსგავსად, ამ ქსოვილისგან დამზადებული სამოსი იკეცება და ირეცხება კიდეც.
გამოქვეყნებული კვლევის შედეგების თანახმად, ქსოვილი 100 – ჯერ გარეცხვისა და გაშრობის შემდეგაც კი არ დაზიანებულა.
ამ ქსოვილის შექმნა ელექტრონული ტანსაცმლის დამზადებისკენ მნიშვნელოვან ნაბიჯად ითვლება. ნაშრომშის ავტორები ვარაუდობენ, რომ ქსოვილზე ტექსტის გამოყენება ხალხს კომუნიკაციის ახალ ენაზე გადასვლაში დაეხმარება.
ესთეტიკური გაგებით, ტექნიკამ შეიძლება სამოსის დიზაინის ახალ სამყაროს კარი გაუხსნას, რადგან მხატვრები კოსტიუმებში ელექტრონულ მონიტორებს აერთიანებენ.
Loading…