ჯეპრა კალიგრაფ დავით მაისურაძესთან თანამშრომლობით საქართველოს პირველი პრეზიდენტის, საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ლიდერის ზვიად გამსახურდიას შრიფტს შექმნის, – ვკითხულობთ პიარ & მარკეტინგული კომუნიკაციების სააგენტო „ჯეპრას“ გვერდზე.
31 მარტს საქართველოს პირველი პრეზიდენტის საიუბილეო თარიღია, მას 82 წელი შეუსრულდებოდა. სწორედ ამ თარიღთან დაკავშირებით იქმნება ახალი ხელნაწერი შრიფტი.
„იდეის განხორციელება არ იყო მარტივი, რადგან, შეიძლება, ბევრმა არ იცოდეს, საქართველოს პირველი პრეზიდენტის ხელნაწერების დიდი ნაწილი ხანძრის გამო განადგურდა, ბევრი საარქივო მასალა უბრალოდ აღარ არსებობს. ეს სამწუხარო რეალობაა, რომელმაც კიდევ უფრო დაგვარწმუნა ჩვენი თვალთახედვის სისწორეში,
აღნიშნავს რუსკა უსტიაშვილი, ჯეპრას სპეციალური პროგრამების მენეჯერი
როგორც ცნობილია, ზვიად გამსახურდიას შრიფტი „ჯეპრასა“ და დავით მაისურაძის თანამშრომლობით შექმნილი მესამე ნამუშევარი იქნება. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის პროექტის ფარგლებში გაციფრულდა ნიკო ნიკოლაძის და იაკობ გოგებაშვილის ხელნაწერები.
ასე მგონია, მათი ხელწერის გაცოცხლებით დიდი ქართველი მოღვაწეების უკვდავყოფაში უმცირესი წვლილი მეც შემაქვს
კალიგრაფი დავით მაისურაძე
Loading…