in ,

COVID-19-ის ვაქცინა ქალებზე უფრო უარყოფითად მოქმედებს, ვიდრე მამაკაცებზე – კვლევა

Medical Professional Administering a Vaccine. Corona Virus Vaccination.

აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის (CDC) მიერ გამოქვეყნებულმა ახალმა კვლევამ აჩვენა, რომ COVID-19 ვაქცინის მიღების შემდეგ, გვერდითი მოვლენები ქალებს უფრო უვითარდებათ, ვიდრე მამაკაცებს.

​გასულ თვეში გამოქვეყნებული, „COVID-19 ვაქცინების უსაფრთხოების მონიტორინგის“ კვლევის თანახმად, Pfizer და Moderna ვაქცინებით გამოწვეული გვერდითი სიმპტომები ქალების 79%-ს უვითარდება.

კვლევაში მონაწილეობა იმ 13,794,904- მა ამერიკელმა მიიღო, რომელმაც Pfizer და Moderna-ს ვაქცინით ისარგებლა. კვლევა 2020 წლის 14 დეკემბრიდან 2021 წლის 13 იანვრამდე მიმდინარეობდა. 

​რა არის ძირითადი გვერდითი მოვლენები? 

ამ დროის განმავლობაში ყველაზე ხშირი გვერდითი მოვლენა იყო: თავის ტკივილი, დაღლილობა და თავბრუსხვევა, ანაფილაქსიის 62 შემთხვევასთან ერთად. კვლევის შედეგებში, ასევე დაფიქსირდა გარდაცვალების 113 შემთხვევა. ვაქცინის გვერდითი მოვლენები უმეტესად ქალებს აღენიშნებოდათ.

კვლევის მონაწილეთა შორის 62.1% -ს ქალები შეადგენდნენ. ექსპერტები კვლევაში ეყრდნობოდნენ ქალებისა და მამაკაცების იმუნური სისტემის განსხვავებას. მათი მოსაზრებით, ქალებში უფრო მეტ აუტოიმუნურ დაავადებას ვხვდებით, ვიდრე მამაკაცებში და ვიცით, რომ ორსულობა იმუნურ სისტემაზე დიდ ზეგავლენას ახდენს.

​ამასთან, კვლევის შედეგებზე ზეგავლენა იქონია იმ ფაქტმაც, რომ ქალები უფრო აქტიურად ატყობინებდნენ ექიმებს, გვერდითი ეფექტების გამოვლენის შესახებ, ვიდრე მამაკაცები. 

მასალა მოამზადა სალომე ეზიაშვილმა

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Loading…

0

მოდის ქართული ბრენდები, რომლებსაც უნდა იცნობდეთ

Clubhouse-ის ანდროიდ ვერსია

Clubhouse-ის ანდროიდ ვერსიას კიდევ რამდენიმე თვე უნდა ველოდოთ