in ,

მოდის ქართული ბრენდები, რომლებსაც უნდა იცნობდეთ

მოდა ცოცხალი ორგანიზმია, რომელიც ადაპტირდება ნებისმიერ კრიზისულ პერიოდებთან. ის სწრაფად იცვლება და ყოველ სეზონზე იქმნება ახალი „ტრენდები“. მოდის ტენდენციებისთვის ფეხის აწყობა არც თუ ისე მარტივია.

წარმოგიდგენთ ხუთ წარმატებულ და კრეატიულ ქართულ ბრენდს, რომელმაც ეს ნამდვილად შეძლო.

რიდე

რიდე ტრადიციულ და თნამედროვე ელემენტებს ერთ ბრენდში აერთიანებს. კომპანიის დამაარსებელი 25 წლის გრაფიკული დიზაინერი კესო გველესიანია. ბრენდი გასულ წელს დაარსდა და თამამად შეგვიძლია, ვთქვათ, რომ საზოგადოების მოწონება მალევე დაიმსახურა. თავსაბურავების სილამაზესთან ერთად, ბრენდს საინტერესო სახელი აქვს . «რიდე» გახლავთ ძველქართული სიტყვა, რომელიც თავსაბურავს ნიშნავს. რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ბრენდის ტრადიციულობას. მათ ასევე დაიწყეს ახალი პროდუქციის გამოშვება. რინელიც თანამედროვეობაში დიდი პოპულარობით სარგებლობს. კომპანიამ დაიწყო ჰუდებზე მუშაობა. მათი ვიზუალური მხარე რიდესთვის დამახასიათებელი ხედვით იქნება გაფორმებული.

ქარი

ბრენდი შეიქმნა 2021 წელს მაქსიმე მაჩაიძისა და «აჭარა ჯგუფის» კოლაბორაციით. იგი საქართველოში ელექტორომოპედების საზიარო სერვისია. ბრენდი აქსესუარების ონლაინჟურნალსაც მოიცავს.

«ქარის» ლოგო არქიტექტორ ნოდარ სუმბაძეს ეკუთვნის. ბრენდის მთავარ ღირებულებად შეგვიძლია, მოვიაზროთ საზოგადოებაში პასუხისმგებლობის გაზრდა და აგრეთვე უსაფრთხოება. «ქარი» მაქსიმე მაჩაიძის ტანსაცმლის ხაზსაც აერთიანებს. ბრენდი მომხმარებელს უნისექს ტანისამოსს სთავაზობს.

ზომა

ზომა გახლავთ ბრენდი, რომელიც არა მხოლოდ ტანსაცმელს, არამედ დეტალებს ქმნის, რაც შემდგომ განსაზღვრავს პიროვნებას და მათი ცხოვრების სტილს. «ზომას» დამფუძნებლები არიან სალომე ჯოჯუა, ნოდარ ჩორგოლიანი, ივანე ჯოხაძე და რატო ხმალაძე. ზომას ბრენდინგზე თავდაპირველად სააგენტო Mr.Wolf-მა იმუშავა . სააგენტო აქტიურად იყო ჩართული ბრენდის ჩამოყალიბებაში. საინტერესოა აგრეთვე ბრენდის ლოგოც. სახელი როგორც ქართულად, ასევე ლათინურადაც მარტივი აღსაქმელია ზ-Z. ლოგოზე იმუშავეს კახა კახაძემ და ნინო მეგრელიძემ.

მერაკი

მერაკი ერთ-ერთი გამორჩეული ქართული ბრენდია. იგი რამდენიმე წლის წინ შეიქმნა. თავდაპირველად მხოლოდ ჩანთების დიზაინით შემოიფარგლებოდნენ. დროთა განმავლობაში კი განვითარდნენ, რადგან მალევე დაიმსახურეს საზოგადოების სიმპათია. კომპანია ქმნის როგორც ჩანთებს, ასევე კაბებს, აქსესუარებსა და ფეხსაცმელებს. MERAKI პანდემიის დროსაც აგრძელებს მომხმარებლის განებივრებას.

ქროსთი

ქროსთის ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი მიქაიაა. ბრენდის შექმნის იდეა 2015 წელს გაჩნდა, უნდა აღინიშნოს, კომპანია თავდაპირველად გიორგი მიქაიასა და შოთა მიქაიას ფინანსებით შეიქმნა. იგი გახლავთ ფეხსაცმლის წარმატებული ბრენდი არამხოლოდ საქართველოში, არამედ მსოფლიოშიც. რასაკვირველია, CROSTY საზოგადოების მხრიდან მოწონებით სარგებლობს. ბრენდის გამორჩეულ ატრიბუტად ფეხსაცმელზე ქართული წარწერები შეგვიძლია მივიჩნიოთ.

ამ კატეგორიის სხვა სტატიები ნახეთ აქ.

მასალა მოამზადა სალომე ეზიაშვილმა

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Loading…

0

Chrome ლაივრეჟიმში პირდაპირი სუბტიტრების ფუნქციას ამატებს

COVID-19-ის ვაქცინა ქალებზე უფრო უარყოფითად მოქმედებს, ვიდრე მამაკაცებზე – კვლევა