in

2020 წელს საქართველოში ლომბარდებს 307 000-მა მსესხებელმა მიმართა

საქსტატის მონაცემებით, საქართველოში ლომბარდებს 2020 წლის განმავლობაში 307 000-მა მსესხებელმა მიმართა. მათგან, დაახლოებით, 99.9% ფიზიკური პირია.

საპროცენტო განაკვეთი ეროვნულ ვალუტაში – 27.9 პროცენტს, ხოლო უცხოურ ვალუტაში – 24.3 პროცენტს შეადგენდა.

სტატისტიკის მიხედვით, საშუალო წლიური შეწონილი საპროცენტო განაკვეთის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი – 36.0%- რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთის რეგიონში გამოვლინდა, ხოლო ყველაზე დაბალი – 22.3 პროცენტი – სამეგრელო-ზემო სვანეთში.

2020 წლისთვის, საქართველოში სალომბარდო საქმიანობას 193 (ფილიალების გარეშე) ორგანიზაცია ახორციელებდა. აქედან 46.1% თბილისში, 14.5% – სამეგრელო-ზემო სვანეთში, 14% – იმერეთის რეგიონში, 12.4% – აჭარაში და ა.შ.

ნაღდი ფულის მოცულობამ ლომბარდების სალაროში 14.3 მილიონი ლარი შეადგინა. აქედან  83.6 % ეროვნულ ვალუტაში იყო, ხოლო 16.4% – უცხოურში.

გაცემული სესხების მოცულობამ 322.8 მილიონი ლარი შეადგინა -აქედან  87.1% – ეროვნულ, ხოლო 12.9% – უცხოურ ვალუტაში.

რაც შეეხება ლომბარდების მოგებას – 2020 წელს .4 მილიონი ლარი შეადგინა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Loading…

0

რატომ ხოცავს მონადირე ქალი უიშვიათეს ველურ ცხოველებს?

ვაქცინა სულ 4 924-მა ადამიანმა გაიკეთა