in ,

რატომ ხოცავს მონადირე ქალი უიშვიათეს ველურ ცხოველებს?

39 წლის ტეხასელი მონადირე ტეს ტელის მიერ გამოქვეყნებულმა ფოტომ, სადაც ის უიშვიათეს, შავ მოკლულ ჟირაფთან ერთად პოზირებს ინტერნეტ მომხმარებელთა არაერთგვაროვანი გამოხმაურება გამოიწვია.

როგორც მონადირე აღნიშნავს, ის დღე, როდესაც ჟირაფი სამხრეთ აფრიკაში მოინადირა, მისთვის ემოციურად გადატვირთული იყო.

“ჩვენ, მონადირეები, ვყიდულობთ ლიცენზიას, იარაღებსა და აღჭურვილობას. ჩვენ ძალიან დიდ ფულს ვდებთ ბუნების დაცვაში. ეს ორ მნიშვნელოვან რამეს აკეთებს: პირველ რიგში, ის ფინანსურ წყაროს წარმოადგენს სახელწიფო სააგენტოებისთვის, რომლებიც ბუნებრივი გარემოს გადარჩენას უწყობენ ხელს. მეორე რიგში, კი ეს მტაცებელი სახეობების კონტროლში გვეხმარება. “

ტეს ტელი, მონადირე

თუმცა, განსხვავებული აზრი აქვთ ცხოველთა საქველმოქმედო ორგანიზაციებს.

ვეტერინარი და Born Free Foundation-ის ხელმძღვანელი მარკ ჯონსი აღნიშნავს:

“ტროფებზე ნადირობა, უპირატესად, მდიდარი ადამიანების პრეროგატივაა განვითარებული ქვეყნებიდან, რომლებიც დიდ თანხებს  იხდიან და ხარჯებს გასწევენ ველური ცხოველების მოკვლის პრივილეგიისთვის, საკუთარი სიამოვნებისთვისა და თანასწორებზე შთაბეჭდილების მოხდენისთვის. “

წყარო: ladbible.com

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Loading…

0

Microsoft PowerPoint-ის გაუმჯობესებული ფუნქციები თქვენი პრეზენტაციისათვის

2020 წელს საქართველოში ლომბარდებს 307 000-მა მსესხებელმა მიმართა