კორონავირუსის ვაქცინის სახელწოდება შეიცვალა. მწარმოებლების გადაწყვეტილებით, AstraZeneca-ს ნაცვლად, ვაქცინას Vaxzevria დაერქვა. შესაბამისი ინფორმაცია მედიკამენტების ევროპული სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
შვედეთის ჯანმრთელობის პროდუქტების სააგენტოს განცხადებით, სახელის შეცვლა არ გამოიწვევს პრეპარატის შემადგენლობის ცვლილებას, მაგრამ ეტიკეტირება და შეფუთვა შეიძლება განსხვავებულად გამოიყურებოდეს.
რატომ მიიღო მწარმოებელმა აღნიშნული გადაწყვეტილება, ჯერ ცნობილი არ არის.
Loading…