ფეისბუქს ახალი ფუნქცია ემატება, რომელიც საშუალებას მოგვცემს, წინასწარ გავაკონტროლოთ, ვინ დააკომენტაროს ჩვენს პოსტზე. ეს ეხება როგორც საჯარო, ისე მხოლოდ მეგობრებისთვის განკუთვნილ პოსტებს.
ეს ფუნქცია საშუალებას გვაძლევს, პოსტზე დაკომენტარების უფლება მხოლოდ კონკრეტულ ადამიანებს მივცეთ.
გთავაზობთ ინსტრუქციას, როგორ გამოიყენოთ ახალი ფუნქცია
– გახსენით ფეისბუქის აპლიკაცია ტელეფონში
– აირჩიეთ პოსტი, სადაც კომენტარებს გააკონტროლებთ
– მარჯვენა ზედა კუთხეში დააკლიკთ სამ წერტილს
– აირჩიეთ „ვის შეუძლია შენს პოსტზე დაკომენტარება“
ამის შემდეგ შეგეძლება, მონიშნო კონკრეტული ადამიანები, ზოგადად მეგობრები ან ფეისბუქ გვერდები.
ეს ფუნქცია საშუალებას მოგცემთ, თავიდან აირიდოთ არასასურველი ადამიანების კომენტარები.
ახალი ფუნქცია ჯერ ყველა მომხმარებელთან არ გააქტიურებულა და ის ეტაპობრივად, ყველასთვის ხელმისაწვდომი იქნება.
Loading…