თელავში მანქანის ხელოსანმა თამაზ მეტრეველმა ავტომობილი საკუთარი ხელით ააწყო და საბუთების ასაღებად თბილისში წამოსული უკან, კახეთში მეუღლის სახელობის ავტომობილით დაბრუნდა.
აღსანიშნავია ისიც, რომ ქმარს ავტომობილის აწყობაში თავად ელენა ხანჯალიაშვილიც ეხმარებოდა. ამ მანქანის შემდეგ კიდევ სურდათ კაბრიოლეტის აწყობა, თუმცა მატერიალური სახსრების უქონლობამ შეუშალათ ხელი.
დღეს „ელენა“ უნიკალური მანქანაა, რომლის ანალოგსაც ვერსად ნახავთ, ვინაიდან მისი ყველა დეტალი ხელითაა აწყობილი.
წყარო: knews.ge
Loading…