in

ფილმების ონლაინ ყურება, შესაძლოა, მალე ფასიანი გახდეს

Venue.-ს მიერ მოპოვებული ინფორმაციით, დაახლოებით ერთ თვეში ფილმების ონლაინ უფასოდ ყურება იკრძალება.

მარეგულირებელი კომისიის გადაწყვეტილებით, ივნისიდან კინოსაიტებზე ფილმების ყურება ფასიანი გახდება. აღნიშნული გადაწყვეტილება ორგანომ 2020 წელს მიიღო, თუმცა, პანდემიის გამო აღსრულება ერთი წლით გადაიდო.

2021 წელის 21 აპრილს კინოსაიტების მფლობელებთან გამართულ შეხვედრაზე ცნობილი გახდა, რომ მიმდინარე წლის ივნისის თვიდან, ყველა საიტი ვალდებულია, მოიპოვოს ლიცენზია საიტზე განთავსებული ფილმებისთვის ან ყველა ულიცენზიო კინო აიღონ ვებ.გვერდიდან.

კომისიის წარმომადგენლების თქმით, მათთვის მოსალოდნელია, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება მოსახლეობის უკმაყოფილებას გამოწვევს, თუმცა, მიღებული გადაწყვეტილება ცნობიერების ამაღლებას ემსახურება.

როგორც „ვენიუს“ წყარომ განუცხადა, ამ ეტაპზე მიმდინარეობს მოლაპარაკებები თარიღის კვლავ გადაწევასთან დაკავშირებით.

რაც შეეხება ფილმების ღირებულებას, ჯერჯერობით უცნობია, როგორი სატარიფო სქემა იქნება დაწესებული.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Loading…

0

ვეივტექი – ციფრული ტექნოლოგია, რომელიც ტექსტს ადამიანურ ხმად გარდაქმნის

„მაესტრო ჩემი დიდი მეგობარია“ – ნიკოლოზ რაჭველის ექვსეული „ვოისიდან“