in

კინოთეატრები მაყურებელს დღეიდან მიიღებს! – რა უნდა გავითვალისწინოთ

საქართველოს კინოთეატრებში ფილმების სეანსები დღეიდან განახლდება. მაყურებლებისთვის „ამირანი“, „აპოლო ბათუმი“ და „კავეას“ ოთხივე ლოკაცია (ისთ ფოინთი, თბილისი მოლი, სითი მოლი და გალერეა) იმუშავებს. ჩვენებები დღის პირველ ნახევარში გაიმართება, ბოლო სეანსი კი დაახლოებით 6 საათზე დაიწყება.

პანდემიის გამო ყოველი სეანსის შემდეგ სველი წესით დასუფთავდება დარბაზები, დეზინფიცირდება სახელურები და აქტიური შეხების სხვა ზედაპირები. ასევე, კინოთეატრების მთელ ტერიტორიაზე ტარდება სადეზინფექციო სამუშაოები.

თანამშრომლებს უკვე ჩაუტარდათ უსაფრთოების ტრეინინგები, დაიწყო და სისტემატიურად გარძელდება Covid-19-ზე მათი ტესტირება.

მაყურებლებისათვის სავალდებულოა პირბადის ტარება და ფიზიკური დისტანციის დაცვა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Loading…

0

მსმენელი მსოფლიოს 100 ქვეყნიდან – ქართველი მუსიკალური პროდიუსერის #ამბავი

ვაქცინირებული მოსახლეობისთვის სასტუმროები, რესტორნები და ღამის კლუბები გაიხსნება