in ,

ვეივტექი – ციფრული ტექნოლოგია, რომელიც ტექსტს ადამიანურ ხმად გარდაქმნის

ქართულ ციფრულ ბაზარზე უნიკალური ახალი ტექნოლოგია გამოჩნდა – wavetech (ვეივტექი), რომელსაც თქვენი ასობითგვერდიანი ტექსტის ხმოვან ფაილად გარდაქმნა რამდენიმე წუთში შეუძლია.

როგორც პლატფორმის ფეისბუქ-გვერდიდან ვიგებთ, მისი გამოყენებით მარტივად შეძლებთ ნებისმიერი ტექსტისაგან მაღალი ხარისხით, პროფესიონალურად გახმოვანებული აუდიოს მიღებას.

მსოფლიო ბაზარზე არსებული სხვა გადაჭრებისგან განსხვავებით, მათი ტექნოლოგია ადამიანთან მაქსიმალურად მიახლოებულ ხმებს გთავაზობთ.

ამ ეტაპზე ხელმისაწვდომია 3 ხმოვანი აგენტის ვერსია: ადამი (კაცი), არია (ქალი), პეტრე (კაცი).

ვეივტექის პლატფორმაზე იმ რაოდენობის ტექსტის გახმოვანებას, რომელსაც თანამედროვე სტუდია საშუალოდ 2 წელს მოანდომებს, მხოლოდ 3 საათში შეძლებთ.

მსგავსი ტექნოლოგიები ფართოდ გამოიყენება ციფრული ბანკინგის, სატელეფონო (VOIP) სერვისების, საზოგადოებრივი სატრანსპორტო სერვისების, ონლაინ წიგნების მაღაზიების, საგანმანათლებლო სერვისებისა თუ იურიდიული ფირმებისათვის.

ახალი პლატფორმა, თვალსაჩინოებისათვის, სრულიად ციფრულად გახმოვანებული „ვეფხისტყაოსანის“ მოსმენას გვთავაზობს და დასძენს, რომ პოემის აუდიო წიგნად კონვერტაცია სულ რაღაც 1:35 წუთში მოხერხდა: https://wavetech.ai/ka/reader

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Loading…

0

კუნძული მალტა ამ ზაფხულს სტუმრობაში თანხას გადაგიხდით

ფილმების ონლაინ ყურება, შესაძლოა, მალე ფასიანი გახდეს