in ,

კუნძული მალტა ამ ზაფხულს სტუმრობაში თანხას გადაგიხდით

მალტა 2021 წლის ზაფხულში თითოეულ სტუმარს შერჩეულ სასტუმროებში სამ დღეს დაუფინანსებს. აღნიშნული ინიციატივა მალტის ტურიზმის სააგენტომ საერთაშორისო ტურიზმის განახლებისათვის გამოიჩინა. მოგზაური მიიღებს 100 ევროს ხუთვარსკვლავიანი სასტუმროს დაჯავშნისთვის, 75 ევროს – ოთხვარსკვლავიანისთვის, ხოლო 50 ევროს – სამვარსკვლავიანისთვის.

მოგზაურს ამდენივეს გადაუხდიან სასტუმროებიც, რაც ნიშნავს, რომ მას შესაძლებლობა ეძლევა, გაორმაგებული თანხა გამოიმუშაოს. კერძოდ, ხუთვარსკვლავიან სასტუმროში სამდღიანი დასვენების სანაცვლოდ – 200 ევრო. ამასთან,  მოგზაურები, რომლებიც მალტის პატარა კუნძულ გოზოს ესტუმრებიან, აღნიშნულ თანხასთან ერთად დამატებით 10%-ს მიიღებენ.

მალტის კუნძულებზე იკლებს ინფიცირებულთა რაოდენობა. გარდა ამისა, მალტას ევროკავშირის მასშტაბით ვაქცინაციის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აქვს.

მოგზაურების მოსაზიდი კამპანია მალტას დაახლოებით 3 500 000 ევრო დაუჯდება და ეს წამოწყება უცხოელი ტურისტებისთვის უნიკალური შესაძლებლობაა, ესტუმრონ მდიდარი ისტორიის, ულამაზესი სანაპიროსა და კინემატოგრაფიული ფონის მქონე მალტას.

წყარო: Forbes.com

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Loading…

0

გამოყენებული ნიღბები დარგვის შემდეგ ყვავილებად იქცევა

ვეივტექი – ციფრული ტექნოლოგია, რომელიც ტექსტს ადამიანურ ხმად გარდაქმნის