Disney-ს ინჟინრებმა მოსიარულე რობოტი გრუტი შექმნეს, რომელიც Disney-ს პარკში მისულ სტუმრებს ცეკვით შეეგებება. მიუხედავად იმისა, რომ მათ ერთ ადგილზე მოძრავი ანიმატრონიკის ფიგურები აქვთ, ისინი პირველად გამოიყენებენ რობოტ მსახიობს, რომელიც მთელ პარკში ივლის. ეჭვგარეშეა, რომ ეს ყველაზე საინტერესო სანახაობა იქნება.
შეიძლება დაგაინტერესოს:
- როცა რობოტი სპექტაკლს დგამს – ჩაანაცვლებს ხელოვნური ინტელექტი რეჟისორებს?
- რობოტი ძაღლი ექიმ რობოტად გადააკეთეს
მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ მოწინავე პროექტია, ის ჯერ კიდევ მზადების პროცესშია და მისი პარკებში ნახვა ადრეა.
ინჟინრების შრომა დასაფასებელია.
მაგალითად, რობოტ გრუტს ცალ ფეხზე დგომა შეუძლია და შეხებისას ძირს მარტივად არ ეცემა. Disney-ს ჯერ არ გადაუწყვიტავს, როგორ წარუდგენს ამ პერსონაჟს ხალხს. ნამდვილად სასიამოვნო იქნება რაც შეიძლება თემატურმა პარკებმა მომავალში მოგვანიჭონ: სიცოცხლის მიცემა საყვარელ პერსონაჟებს.
წარმოიდგინე პარკში მოსიარულე ვოლი. საყვარელი იქნება, არა?
Loading…