in

ნინო ვარშანიძე – „მასტერშეფმა“ მომცა დიდი მოტივაცია, რომ განვვითარდე და მივაღწიო დიდ წარმატებას

„მასტერშეფის“ ერთ-ერთი ფინალისტი ნინო ვარშანიძე საზღვარგარეთ წასვლას და კულინარიის მიმართულებით გამოცდილების შეძენას გეგმავს. Ამის შესახებ მან Venue.-სთან ინტერვიუში განაცხადა. 

Რა გავლენა მოახდინა პროექტმა ნინოზე და რომელი იყოს მისთვის ყველაზე გამორჩეული ტური – წაიკითხეთ ინტერვიუ „მასტერშეფის“ ერთ-ერთ საუკეთესო მონაწილესთან.

„მასტერშეფში“ მონაწილეობა როცა გადაწყვიტეთ, გქონდათ მოლოდინი, რომ ფინალში გახვიდოდით?

Როცა მასტერშეფში მონაწილეობა გადავწყვიტე, ჩემი მთვარი მიზანი იყო ფინალში გადასვლა ორ ძლიერ კონკურენტთან ერთად.

ფინალში რომ ვერ გაიმარჯვეთ, თქვენთვის ეს ერთგვარი იმედგაცრუება ხომ არ იყო?

ფინალში ვერგამარჯვება რაღაც დოზით იყო იმედგაცრუება საკუთარ თავთან, მაგრამ ვთვლი, რომ სწორედ აქ იწყება განვითარება და პროფესიული წინსვლის უფრო დიდი სურვილი.

პროექტს რომ გადახედოთ, ყველაზე დასამახსოვრებელი რომელი ტური იყო თქვენთვის და რატომ?

ყველაზე დასამახსოვრებელი და დაუვიწყარი იყო ჯარის ტური, სადაც ბოლომდე მოგვიწია ჩვენი შესაძლებლობების გამოვლენა, ეს იყო პროექტის დასაწყისი და ამ გუნდური მუშაობის შედეგად, ისე დავმეგობრდით, რომ ყველანაირ კონკურენციას ამარცხებდა ჩვენი ურთიერთობები.

თქვენი აზრით, რომელი იყო „მასტერშეფში“ თქვენ მიერ მომზადებული ყველაზე კარგი კერძი?

ჩემი კერძებიდან გამოვარჩევდი ტორტს, რადგან წარმოუდგენლად მოკლე დროში მოვამზადე ტორტი, რომელსაც ტექნოლოგიურად სჭირდება 24 საათი, რომ იყოს გამართული, ამიტომ რისკი ხშირშემთხვევაში ძალიან ამართლებს.

თქვენ სამომავლო გეგმებზე მოგვიყევით, რას აპირებთ უახლოეს პერიოდში და ასევე გვითხარით გრძელვადიან გეგმებზე, რისი მიღწევა გსურთ ამ სფეროში?

ჩემს კარიერულ წინსვლაზე ძალიან კარგად იმოქმედა ამ პროექტმა, მომცა დიდი მოტივაცია, რომ განვვითარდე და მივაღწიო დიდ წარმატებას, რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, ვფიქრობ, უცხოეთში წასვლაზე და გამოცდილების შეძენაზე.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Loading…

0

„მასტერშეფის“ ისტორიული ფინალი – შოუ, რომელიც არ უნდა გამოტოვოთ

გინდა, ელვის უსწრაფესად განვითარდე?! – მარიამ ხუროშვილის საავტორო კურსი გელოდება!