in

გინდა, ელვის უსწრაფესად განვითარდე?! – მარიამ ხუროშვილის საავტორო კურსი გელოდება!

ბევრია ისეთი, ვისთვისაც ახალი წელი სექტემბრიდან იწყება, ეს დრო კი წლის მიწურულია. ადამიანთა დიდი ნაწილი ზაფხულს დასასვენებლად იყენებს, ენერგიას იკრეფს, ახალი სამუშაო და სასწავლო წელიწადის ნაყოფიერად დასაწყებად; ზოგი კი არც ამ დროს კარგავს და საკუთარი თავის განვითარებას, გაზრდას ახმარს.

ასეთები ირჩევენ მშვიდ, ხალისიან, არასტრესულ გარემოსა და გუნდს და სწავლობენ, უნარებს ხვეწენ, მიზნებისკენ უფრო დიდ ნაბიჯებს დგამენ. შედეგად გაცილებით კონკურენტუნარიანები უბრუნდებიან ძველ გარემოს, ეს კი ნამდვილად არის გარდაუვალი წარმატების საწინდარი.

თუ სტუდენტი ხარ და ახლა იკაფავ გზას პროფესიულ „ეკალ-ბარდებში“,

თუ დასაქმებული ხარ და ფიქრობ, რომ შენი შესაძლებლობების მაქსიმუმი ჯერ კიდევ მისაღწევი გაქვს… ფიქრობ, რომ გაცილებით უკეთესი შეიძლება იყო ხვალ, ვიდრე დღეს ხარ.

თუ ზრდასრული ხარ და გგონია, რომ შენი თავი ამოწურე და განვითარების უმაღლეს მწვერვალს უკვე მიაღწიე – რეალურად კი ასე ნამდვილად არ არის…

უნიკალური კურსი გვაქვს შენთვის! – Ready To Level-Up?

რა არის კურსის მიზანი?
შენი წარმატება!

რატომ?
რადგან შენი შესაძლებლობების მაქსიმალური რეალიზება – სწორი კომუნიკაციის, ხილვადობისა და კონტაქტების საშუალებით შეიძლება!

კურსის პროგრამა:

1. კომუნიკაციის ჯადოქრობები – შენ ხარ ის, რასაც ლაპარაკობ;
2. კომუნიკაციის ჯადოქრობები – შენი ესმით ისე, როგორც ლაპარაკობ;
3. ნეთვორქინგმა რა ჰქმნა? – ადამიანები ქმნიან შესაძლებლობებს, გამოიყენე!
4. როგორ ჩან_ხარ? – Smart Visibility (and nearly Nothing Else) Matters!
5. საქმე „მაღალ ქუსლებზე” – დიპლომატიური/ბიზნეს ეტიკეტი დღეს, აქ და ახლა!
6. მაჩვენე შენი CV და გეტყვი ვინ ხარ შენ!
7. როგორია შენი პროფესიული იმიჯი? LinkedIn or Out!
8. Manage Yourself! დროის და საკუთარი თავის მართვა მარტივია. გასწავლი.
9. მოდი, შენზე მომიყევი და შენი კარიერული აღმასვლის გეგმა შევადგინოთ.
+
ექსკლუზიურად შენთვის მოწვეული ტრენერი – სოფო ქვარცხავა (PR და სტრატეგიული კომუნიკაციების სპეციალისტი & მამოტივირებელი სპიკერი) საჯარო გამოსვლის ხელოვნებაში გაგარკვევს.

ექსპრეს კურსის გავლის შემდეგ შენ გექნება:

– უმაღლესი დონის CV (GEO/ENG);
– LinkedIn-ის გამართული გვერდი (ENG);
– კარიერული აღმასვლის პერსონალური გეგმა;
– უკეთესი კომუნიკაციის, პრეზენტაციის და ნეთვორქინგის უნარები;
– სწორად შეფუთული პროფილი და სოციალური იმიჯი;
– დროის მართვის და თვითმოტივაციის თანამედროვე ტექნიკების ცოდნა.

მეთოდოლოგია:
1. ევროპული და ამერიკული მასტერკლასების ინტეგრირებული პროგრამა;
2. პრაქტიკული დავალებები და როლური თამაშები;
3. პერსონალური კონსულტაცია;
4. პირადი საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება.

მეტი დეტალისათვის ეწვიეთ ღონისძიების ბმულს.

ტრენერის უკეთ გასაცნობად კი იხილეთ ჩვენი სტატია –
ახალგაზრდა ევროპელი ელჩობიდან – EaP Civil Society Facility-ის ექსპერტობამდე – ვინ არის მარიამ ხუროშვილი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Loading…

0

ნინო ვარშანიძე – „მასტერშეფმა“ მომცა დიდი მოტივაცია, რომ განვვითარდე და მივაღწიო დიდ წარმატებას

იოსი – მე შევძელი და სამზარეულოში ჩემი შიშები დავამარცხე