in

რა არის შარიათის კანონი და რას უკრძალავს ავღანელ ქალებს

დაჯგუფება „თალიბანის“ წევრები აცხადებენ, რომ ავღანეთს ისლამური სამართლებრივი სისტემის, შარიათის კანონების მიხედვით მართავენ.

ამის შესახებ „თალიბანის“ პრესსპიკერმა ქაბულის აღების შემდეგ, პირველ პრესკონფერენციაზე განაცხადა და ასევე აღნიშნა, რომ ავღანეთში მედიისა და ქალების უფლებები დაცული იქნება ისლამური კანონების მიხედვით. თუმცა მას არ დაუკონკრეტებია, რას გულისხმობდა ამაში. 

ზოგადად, „თალიბანის“ ბოლო მმართველობის პერიოდში დასჯის ისეთი მეთოდები, როგორებიცაა მკვლელებისა და მრუშების სიკვდილით დასჯა.

რა არის შარიათი?

შარიათი არის ისლამის სამართლებრივი სისტემა. სიტყვა შარიათი ნიშნავს „წყლისკენ მიმავალ ნათელ, კარგად გაკვალულ გზას“.

შარიათის კანონი არის ცხოვრების კოდექსი, რომელსაც თითოეული მუსლიმი უნდა მიჰყვეს, მათ შორის არის ლოცვები, მარხვა და ღარიბებისთვის შემოწირულობები.

შარიათის მიზანია, დაეხმაროს მუსლიმებს, კარგად გაიაზრონ, როგორ წარმართონ თავიანთი ცხოვრების ყველა ასპექტი ღვთის ნების გათვალისწინებით. 

როგორ სრულდება შარიათი პრაქტიკაში?

შარიათი მუსლიმების ცხოვრების ყველა დეტალს განსაზღვრავს. მაგალითად, როცა მუსლიმმა არ იცის, როგორ მოიქცეს, თუ მეგობრები სამსახურის შემდეგ პაბში დაპატიჟებენ, კითხვით მიმართავს შარიათის ექსპერტს, რათა დარწმუნებული იყოს, რომ მისი ქმედებები რელიგიურ ჩარჩოებს არ სცდება. 

გარდა ამისა, მუსლიმები შარიათის კანონების მიხედვით მოქმედებენ ისეთ სფეროებში, როგორებიცაა ბიზნესი, ფინანსები და ოჯახური ცხოვრება.

რომელია დასჯის ყველაზე მკაცრი ფორმები?

შარიათის კანონის მიხედვით, დანაშაულების ორი კატეგორიაა: „ჰადის“ დანაშაულები, რაშიც მძიმე დანაშაულები ერთიანდება და ამისთვის სპეციალური სასჯელებია განსაზღვრული და „ტაზირის“ დანაშაულები, რომლის სასჯელის განსაზღვრა მოსამართლის დისკრეციული უფლებაა.

„ჰადის“ დანაშაულებში შედის ქურდობა, რომლის სასჯელად შესაძლოა, განისაზღვროს ჩამდენისთვის ხელის მოჭრა და მრუშობა, რომელიც ქვებით ჩაქოლვით ისჯება. 

გაერთიანებული ერების ორგანიზაცია ქვებით ჩაქოლვის წინააღმდეგ არაერთხელ გამოვიდა და განაცხადა, რომ ეს არის წამება, არაადამიანური მოპყრობა, რაც კატეგრიულად მიუღებელია. 

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ „ჰადის“ დანაშაულებისთვის ყველა მუსლიმური სახელმწიფო მსგავს მეთოდებს არ იყენებს.

ისჯებიან თუ არა მუსლიმები სიკვდილით რწმენის შეცვლის შემთხვევაში?

სარწმუნოებისგან განდგომა ძალიან რთული საკითხია მუსლიმებში და მათი დიდი ნაწილი მიიჩნევს, რომ ეს სიკვდილით უნდა ისჯებოდეს. 

თუმცა ყურანში, თავის მხრივ, აღნიშნულია, რომ რელიგიაში „არანაირი იძულება“ არ უნდა იყოს.

ამ რუბრიკის სხვა ამბები იხილეთ აქ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Loading…

0

ნინა ლინჩიკი – „სხვა გზა არ არის“

ინფიცირების მაჩვენებლის მატებასთან ერთად, ისრაელი​ კოვიდშეზღუდვებს 3 წელს ზემოთ ასაკის ბავშვებზეც აწესებს