in

Microsoft-მა Internet Explorer-ის მხარდაჭერა შეწყვიტა – რას ნიშნავს ეს

Microsoft-მა დღეიდან Internet Explorer-ის მხარდაჭერა შეწყვიტა, – ამის შესახებ კომპანიამ გასულ წელს დააანონსა და აღნიშნა, რომ მომხმარებლებს მეორე საკუთარ ბრაუზერ Edge-ზე გადაიყვანდა, რომელიც 2015 წელს გაუშვა.

კომპანიის განმარტებით, ეს ცვლილება დროული იყო.

„Microsoft Edge არა მხოლოდ უფრო სწრაფი, უსაფრთხო და თანამედროვე ბრაუზერია, ვიდრე Internet Explorer-ი, არამედ ასევე შეუძლია გადაჭრას მთავარი პრობლემა: თავსებადობა ძველ, მემკვიდრეობით ვებსაიტებთან და აპლიკაციებთან“, — წერდა 2021 წლის მაისში Microsoft Edge Enterprise-ის გენერალური მენეჯერი სინ ლინდერსეი.

მომხმარებლები ჩიოდნენ, რომ Internet Explorer-ი ნელი იყო, ხშირად იჭედებოდა და მოწყვლადი იყო ჰაკერებისადმი. მართლაც, მას შემდეგ, რაც მომხმარებლებმა უფრო სასურველი ალტერნატივები აღმოაჩინეს, Internet Explorer-ის საბაზრო წილმა შემცირება დაიწყო; 2000-იანი წლების დასაწყისში მას ბაზარზე 90 პროცენტზე მეტი ეკავა.

დღეისათვის ბრაუზერების ბაზრის ლიდერია Chrome. ინტერნეტანალიტიკის კომპანია Statcounter-ის მონაცემებით, Chrome-ს ბაზარზე 65-პროცენტიანი წილი უჭირავს, შემდეგ მოდის Apple-ის Safari 19%-ით. რაც შეეხება Internet Explorer-ის მემკვიდრეს, Edge-ის, ის ოდნავ უსწრებს Firefox-ს და ბაზარზე 4-პროცენტიანი წილი უკავია.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Loading…

0

Forbes-მა აშშ-ის ყველაზე მდიდარი Self-made ქალების ასეული გამოაქვეყნა

ქართველი მოდელი მატილდა გვარლიანი Emporio Armani-ს ვიდეორგოლში