in

Chrome – როგორ იქცა ბრაუზერი ბაზრის ლიდერად

რამდენიმე წლის წინ, Internet Explorer-ი სრულად ინტერნეტის მოწინავე ბრაუზერი გახდა. მას ბაზრის 90% ეკავა და ვერცერთი სხვა ბრაუზერი Microsoft-ის წინ ვერ დადგებოდა. გავიდა წლები და ბაზარზე Chrome გამოჩნდა. რაც ამის შემდეგ მოხდა, ყველამ კარგად ვიცით.

მას შემდეგ, რაც Chrome ლიდერი გახდა და მსოფლიოს ყველაზე გამოყენებად ბრაუზერად გადაიქცა, ყველა ბრაუზერი უკან ჩამოიტოვა და მასთან გატოლებას Firefox-იც ვერ ახერხებდა, რომელიც მისი საუკეთესო ალტერნატივაა. NetMarketShare-ის მიხედვით, Chrome-მა უკვე ბაზრის წილის 70.19%-ს მიაღწია და ჩანს, რომ უახლოეს მომავალში ვერცერთი ბრაუზერი დაეწევა.

საყურადღებოა, რომ Firefox აგრძელებს დაცემას საბაზრო წილის თვალსაზრისით, რისი მიზეზიც შეიძლება ახალი Microsoft Edge იყოს, რომელიც Chromium-ს ეფუძვნება და Google Chrome-ის მრავალი უპირატესობით სარგებლობს. აგრეთვე გვთავაზობს უამრავ ფუნქციას, კონფიდენციალურობასა და უსაფრთხოებას Firefox-ის მსგავსად.

გასული წლიდან Edge-მ Firefox-ის ბაზრის წილს მიაღწია და უკვე ივლისში, 8.07% დაიკავა, როცა Firefox-ის წილი 7.58%-მდე შემცირდა.  

ბევრისთვის Chrome-ის საბაზრო წილის ზრდა განპირობებულია არამხოლოდ მახასიათებლებით, არამედ მას ადანაშაულებენ იმაში, რომ იგი მუდმივად საბოტაჟს უწყობს კონკურენტებს სხვა კომპანიის სერვისების გამოყენებით.

Firefox-ში ამბობენ, რომ ამის ნათელი მაგალითია YouTube. დაახლოებით 1 წელზე მეტია, როგორც Mozilla-მ, ისე Microsoft-მა (ახალი Edge-ს წარდგენამდე), Google დაადანაშაულეს იმაში, რომ მათ ბრაუზერებში YouTube უფრო ნელა მუშაობდა, ვიდრე Chrome-ში. მათი განცხადებით, ეს იმის ბრალია, რომ Google-მა ეს მიზანმიმართულად გააკეთა და არა იმიტომ, რომ მათ ბრაუზერებს არ აქვთ იგივე შესაძლებლობები როგორიც Chrome-ს.

ამ და სხვა ბრალდებებზე Google ამბობს, რომ საქმე პროგრამულ შეცდომას ეხება და ამის აღმოფხვრა შესაძლებელია, თუმცა დრო სჭირდება.

რაც შეეხება სმარტფონების საბაზრო წილს, Chrome-ს 61.92% უჭირავს, მეორე ადგილზე არის Safari 26.93%-ით. იგი iOS მოწყობილობების სტანდარტული ბრაუზერია.

მესამე ადგილზე Samsung-ის ბრაუზერია 4.65%-ით და მას Firefox მოსდევს 2.04%-ით.

მასალა მოამზადა გიორგი კუსიანმა

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Loading…

0

გიორგი ხაჩიძე – „სხვა გზა არ არის“

მერი გიორგობიანი – „სხვა გზა არ არის“