in

Tasteit – აპლიკაცია, რომელიც ადამიანებს კულინარიული გემოვნების მიხედვით აკავშირებს

Tasteit არის ახალი სტარტაპი ქართულ ბაზარზე, რომელიც ადამიანებს რომანტიკული სარჩულის გარეშე, კულინარიული გემოვნების მიხედვით აკავშირებს.  

იდესი ავტორი და დამფუძნებელი გიორგი ურუშაძეა, რომელიც ამჟამად ბერლინში, Factory Berlin-ში არტ დირექტორის პოზიციაზე მუშაობს. Tasteit-მა დაფინანსება მიიღო Shark Tank Georgia-ში, კერძოდ პავლე მგელაძემ და ქეთი ქვარცხავამ ბიზნესის განვითარებაში 100 000 ლარი 50%-იანი წილის სანაცვლოდ ჩადეს.

როგორ მუშაობს აპლიკაცია?

ეს არის პირველი სოციალური ქსელი კვების ობიექტებისთვის, სადაც საჭმელები და სასმელები არიან ე.წ. ინფლუენსერები. მომხმარებელი ირჩევს პროდუქტს და უკავშირდება ადამიანს, რომელმაც იმავე რესტორნის იგივე კერძი აირჩია.

აპლიკაცია მუშაობს Swiping-ის პრინციპით, რაც საშუალებას გაძლევთ, დაათვალიეროთ პროდუქტები, გულის სიმბოლოზე თითის დაჭერით აირჩიოთ სასურველი და დაი-Match-ოთ მომხმარებელთან, რომელმაც იმავე რესტორნის იგივე პროდუქტი აირჩია.

Match-ის შემთხვევაში ამ ადამიანთან საუბარს აგრძელებთ პირად შეტყობინებაში, სადაც გუგლის კალენდრის პრინციპით ჯავშნით რესტორანს და თანხმდებით გადახდაზე: მე ვიხდი, შენ იხდი, ვიყოფთ.

რა შემთხვევაში შეგიძლიათ, გამოიყენოთ აპლიკაცია?

  • როცა გშიათ და არ გყავთ კომპანიონი
  • როცა გშიათ და არ იცით, რა გშიათ – Tasteit-ი გაძლევთ ინსპირაციას, რა ჭამოთ.
  • ხარ დიეტაზე ან ალერგიული რომელიმე პროდუქტზე და ვერ პოულობ შენთვის სასურველ საკვებს/სასმელს – Tasteit სპეციალურად თქვენზე მორგებული ფილტრაციის სისტემით საშუალებას გაძლევთ, ზუსტად თქვენი კვების ტიპზე მორგებული პროდუქტებიდან შეარჩიოთ სასურველი.
  • გსურს ახალი მეგობრების შეძენა, თუმცა გაცნობის აპლიკაციები ამისთვის არ გამოდგება
  • მეორე მხრივ, კვების ობიექტებისთვის არ არსებობს პლატფორმა სამიზნე აუდიტორიით, რომელიც საშუალებას მისცემთ, პირდაპირი კავშირი დაამყარონ მომხმარებელთან

ვინ ქმნის Tasteit-ს

სტარტაპის გუნდი რვა ადამიანისგან შედგება.

აპლიკაცია ქართულ ბაზარზე სექტემბერში ჩაეშვება. მეორე ეტაპზე კი ევროპულ ბაზარს დაიპყრობს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Loading…

0

გახდი სუროგატი დედა, დაეხმარე წყვილებს შვილის ყოლაში და მიიღე 17 000 დოლარი

Impact Hub Tbilisi-ს სტარტაპ პრეაქსელერატორის დემო დღეზე 16 სტარტაპი წარდგა