WhatsApp-ი თავის მომხმარებლებს აფრთხილებს, რომ თუ 15 მაისიდან წარმოდგენილ ცვლილებებს არ დაემორჩილებიან, მათ შეტყობინების მიღება-გაგზავნის ფუნქციას შეუჩერებს. აღნიშნული ადამიანები გადავლენ „არააქტიურ“ მომხმარებელთა კატეგორიაში და მხოლოდ მცირე ხნით შეძლებენ ზარებით სარგებლობას.
კომპანია თუ 120 დღის განმავლობაში ახალ პირობებზე მათგან თანხმობას ვერ მიიღებს, ანგარიშებს წაშლის.
უნდა აღვნიშნოთ, რომ ახალმა უსაფრთხოების პირობებმა აპლიკაციის მომხმარებელთა დიდი ნაწილის უკმაყოფილება გამოიწვია. WhatsApp-ი გეგმავს, Facebook-ს – როგორც „მამობილ“ კომპანიას, აპლიკაციის მფლობელთა პირადი მიმოწერები გაუზიაროს.
ამ ინფორმაციის გარდა, „ვოთსაფი“ აქამდეც აწვდიდა კონკრეტულ დეტალებს „ფეისბუქს“ – მაგალითად, IP მისამართებსა და პლატფორმის მეშვეობით განხორციელებულ შესყიდვებზეც სწერდა (გამონაკლისი იყო მხოლოდ ევროპის ზოგიერთი ქვეყანა, სადაც კონფიდენციალურობის განსხვავებული კანონი არსებობს).
მომხმარებელთა დიდმა ნაწილმა ამ პირობებისგან გაქცევის მიზნით თავი უკვე „Telegram“-სა და „Signal“-ს შეაფარა.
წყარო: bbc.com
გაეცანით თემატურ სტატიას: როგორ გავუგზავნოთ WhatsApp-ში მესიჯი ადრესატს, რომელმაც დაგვბლოკა
Loading…