ავსტრალიელმა მეცნიერებმა ქვეყნის ქვის ხელოვნების უძველესი ნიმუში, კენგურუს ნახატი აღმოაჩინეს, რომელიც 17 300 წლისაა.
ნახატის სიმაღლე 2 მეტრია. ის ჟანგმიწით არის შესრულებული კლდეში არსებული თავშესაფრის ჭერზე.
ხელოვნების უძველესი ნიმუში მეცნიერებმა დასავლეთ ავსტრალიაში, კიმბერლის რეგიონში აღმოაჩინეს, რომელიც განთქმულია აბორიგენული ქვის ნახატებით.
ბალანგარის აბორიგენების კორპორაციის თავმჯდომარემ სისი გორ-ბირჩმა აღნიშნა, რომ ქვის ხელოვნების ნიმუშის აღმოჩენა მნიშვნელოვანია, როგორც ავსტრალიელებისთვის, ისე – აბორიგენთათვისაც.
„მნიშვნელოვანია, რომ ადგილობრივი მოსახლეობის ცოდნა და ისტორია არ დაიკარგოს და ის თაობიდან თაობას გადაეცეს.“
სისი გორ-ბირჩი, ბალანგარის აბორიგენების კორპორაციის თავმჯდომარე
წყარო: bbc.com
Loading…