ილონ მასკი და SpaceX-ი Staship-ის უახლესი პროტოტიპის გაშვებისთვის ემზადება.
მთავარი გამოწვევა კოსმოსური ხომალდის უკან, ხმელეთზე დასმაა. ეს მანევრი ბოლო ორ შემთხვევაში აფეთქებით დასრულდა.
SpaceX-ის დამფუძნებლის ილონ მასკის შეფასებით, პროტოტიპს ამჯერად წარმატებული მიწაზე დაშვების 60%-იანი შესაძლებლობა აქვს.
უახლესი პროტოტიპის სახელია Starship No. 10 ან SN10. ცნობილი არ არის დაზუსტებით, თუ როდის გეგმავს SpaceX-ი სატესტო გაფრენას, თუმცა ილონ მასკი ამბობს, რომ ამის გაკეთების ალბათობა მაღალია ამ კვირაში.
მოახლოებულ გაშვებამდე, SpaceX-მა სტატიკური ცეცხლით უნდა დატესტოს ხომალდის ძრავა. თუმცა, როგორც ჩანს, კომპანიას სახელმწიფოსგან ყველა აუცილებელი ნებართვა აქვს.
წყარო: sciencealert.com
ამავე თემაზე:
ილონ მასკის 42 ათასი კოსმოსური თანამგზავრი – რეალური საფრთხეები
Loading…